ყავის მწარმოებელმა კომპანიამ შპს. ,,ჩერიმ’’ არამატერიალური აქტივები გაყიდა. ბრენდი სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიამ“ შეიძინა. ყავა მაღაზიების თაროებზე ისევ იყიდება.
რატომ გაყიდა შპს. ,,ჩერიმ“ ბრენდი ,,კომერსანტისთვის“ მიზეზები უცნობია. სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯია“ საქართველოში 2008 წლიდან საქმიანობს. იგი წარმოადგენს სწრაფი მოხმარების პროდუქციისა (FMCG) და საკვების ბრენდების სადისტრიბუციო კომპანიას.
რაც შეეხება კომპანია ,,ჩერის“- ის ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. ის იყო პირველი ბრენდი, რომელმაც საქართველოში ინდუსტრიული ყავის წარმოება დაიწყო.