ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ პლაჟზე კომერციული საქმიანობებისთვის გამოყოფილი ადგილები აუქციონზე გაიტანა. 800 კვ.მეტრიდან – 1500 კვ.მეტრამდე კომერციული ფართობები პლაჟზე ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად უნდა გასხვისდეს, - ამის შესახებ მასალას „ბათუმელები“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ბათუმის ბულვარში ე.წ. ეშმაკის ბორბალთან არსებული 77 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული 17.28 კვ.მეტრი საპირფარეშო, ერთ-ერთი ყველაზე მაღალკონკურენტული ობიექტი აღმოჩნდა – ქონების საწყისი ფასი 7800 ლარი იყო და 309 ბიჯით 80 106 ლარად გასხვისდა 3 წლის ვადით.
გამოცემის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარმა აუქციონზე უკვე გაიტანა და მაღალი კონკურენციის პირობებში გაასხვისა ე.წ. წიგნის ფორმის მცირე ზომის კომერციული ობიექტები, რომლებსაც ძირითადად სუვენირებით მოვაჭრეები იყენებენ.
ვრცლად: batumelebi.netgazeti.ge