პრემიერის დაპირებული 6%-იანი ზრდით, მისივე დანაპირები ერთ სულზე $5500-იანი შემოსავალი ვერ მიიღწევა

პრემიერის დაპირებული 6%-იანი ზრდით, მისივე დანაპირები ერთ სულზე $5500-იანი შემოსავალი ვერ მიიღწევა

access_time2021-12-08 10:00:20

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით 2022 წელს შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე ისტორიულ მაქსიმუმს - $5500-ს მიაღწევს. პრემიერის დანაპირები რომ შესრულდეს, გაისად საქართველოს ეკონომიკა 15%-ით უნდა გაიზარდოს, მსგავსი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.

 


ერთის მხრივ, 6.8%-იანი ვარდნისა და მეორეს მხრივ ლარის 15%-იანი გაუფასურების ფონზე, ნომინალური შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 2020 წელს $4700-დან $4280-მდე შემცირდა. წელს 10 თვეში შარშანდელი ვარდნის ფონზე მშპ 10.5%-ით გაიზარდა და ლარიც 5%-ით გამყარდა, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე დაახლოებით $4800-ს მიაღწევს. იმისთვის, რომ დოლარში დათვლით 2022 წელს მშპ-მ 1 სულ მოსახლეზე მართლაც $5500-ს მიაღწიოს ან ეკონომიკა უნდა გაიზარდოს 15%-ით, ან ლარი უნდა გამყარდეს მკვეთრად და 2.80-ს ჩამოსცდეს. პრემიერის თქმით 2022 წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, რჩება მეორე ვარიანტი - ლარის მკვეთრი გამყარება, მაგრამ პრემიერისვე განცხადებით ეროვნულ ვალუტაში დათვლილი მშპ 65 მლრდ ლარს მიაღწევს. 65 მლრდ მოსახლეობის რაოდენობაზე - 3.7 მლნ-ზე რომ გავყოთ 17 570 ლარს ვღებულობთ. თავის მხრივ 17 570 რომ 5500-ზე გავყოთ პასუხი 3.19-ა, ანუ დღევანდელზე მცირედით მაღალი კურსი. რომ შევაჯამოთ, თუ კურსი არ გამყარდა და 2022 წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, მაშინ შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე არა $5500, არამედ $5100 იქნება, ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2023 წელს $5400, რაც ასევე ნაკლებია დასახულ $5500-იან მიზანზე.

 


თუ მშპ-ს 2015 წლის მუდმივ ფასებში დავითვლით, ამ შემთხვევაში $5500-მდე მისაღწევად 2022 წელს 11%-იანი ზრდაც საკმარისია, (მუდმივ ფასებში მშპ 1 სულ მოსახლეზე 2020 წელს $4775-დან $4485-მდე შემცირდა), მაგრამ არსებული რეალობიდან ასეთი სცენარიც არარეალურია.

 


უცნაური არითმეტიკა ღარიბაშვილისთვის პირველი არ არის. თებერვალში, როდესაც პრემიერად ბრუნდებოდა, განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ეკონომიკა გაპარტახდა. ადამიანის უფლებებთან მიმართებაში წინა მთავრობას შეიძლება უფრო მეტი შეცდომა და დანაშაულიც ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წელიწადში ეკონომიკა 71%-ით გაიზარდა, ქართული ოცნების მმართველობის 9 წელიწადში კი მხოლოდ 35%-ით.

 



ივნისში ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2030 წელს ეკონომიკა გაორმაგდებოდა და შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $10 000-ს მიაღწევდა. 10 წელიწადში რომ ეკონომიკა გაორმაგდეს, წლიურად 7.2%-იანი ზრდაა საჭირო, რაც ოცნების მთავრობისთვის უცხოა, მაგრამ განვითარებადი ქვეყნისთვის სავსებით შესაძლებელი. პრემიერის განცხადებაში გამაოგნებელი, შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასება კი არა, ჯიუტი ფაქტების უარყოფა იყო. X გაორმაგების შემდეგ $10 000 რომ გახდეს, აუცილებელი პირობაა, რომ X თავად $5000-ს უდრიდეს. ხოლო თუ X მხოლოდ $4280-ა, მაშინ მისი გაორმაგებით $10 000 კი არა $8560 იქნება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არსებული პოლიტიკით წლიური 7.2%-იანი ზრდა ვერ მიიღწევა, მაგრამ ეს მაინც კამათის საგანი იქნება, ხოლო ის, რომ $4280-ის 2-ზე გამრავლებით $10 000 ვერ მიიღება მხოლოდ ფაქტია, რაზედაც წესით ქართული ოცნების წევრიც უნდა თანხმდებოდეს, ნაციონალური მოძრაობის წევრიც და საერთოდ ყველა, სქესის, ასაკის, ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად, ბარსელონას ქომაგიც და რეალის გულშემატკივარიც.

 


არითმეტიკის ახალი წესების მოფიქრებაში მთავრობის თავმჯდომარე მარტო არ არის. 2020 წლის სექტემბერში ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2017-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკა 40%-ით გაიზარდა. პარლამენტის ექს-სპიკერს ნომინალური ზრდისთვის ინფლაციის მაჩვენებლის გამოკლება „დაავიწყდა“, რითაც დიდი ტყუილი გააჟღერა, რადგან სინამდვილეში 2017 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 4.8% იყო, რაც 2018 წელსაც უცვლელად შენარჩუნდა, 2019 წელს კი 5%-მდე გაიზარდა. მათი ერთმანეთზე გადამრავლებით ვიღებთ 15.3%-იან ზრდას. 3 წელიწადში ეკონომიკა რომ 40%-ით გაზრდილიყო, საშუალოწლიური 11.9%-იანი ზრდა იყო საჭირო.

 


სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ რიცხვების მანიპულაცია და ფაქტების დამახინჯება უცხო არც წინა მთავრობის წევრებისთვისაა. რომან გოცირიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მათ დროს ეკონომიკა 4-ჯერ ანუ 300%-ით გაიზარდა. ამ 300%-იან ზრდაში ლარის გამყარება და ინფლაციაცაა ნაგულისხმევი. ხშირად ვრცელდება განცხადებები, რომ 2012 წელს ასაკობრივი პენსია 150 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ის 67 წლამდელებისთვის 110 ლარი იყო და 67 წელს გადაცილებულებისთვის 125 ლარი. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ასევე ავრცელებენ ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის ფოტოს, სადაც თითქოს პრემიუმის ტიპის საწვავი 1.40 ლარი ღირს. უცნობია, როდისაა გადაღებული ეს ფოტო, მაგრამ ვისოლის საიტიდან ძალიან მარტივად ირკვევა, რომ 2012 წლის სექტემბერში პრემიუმი 2.28 ლარი ღირდა. 1.40 პრემიუმი ფასი ვისოლის ქსელში ბოლოს 2009 წლის ივნისში იყო.

 


2021-ში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2020-ის 6.8%-იანი ვარდნის ფონზე იქნა მიღწეული და ისიც საკამათო მეთოდოლოგიებით. იანვარ-თებერვალში იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც თვეში 200 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე და 200 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარდნენ კომუნალური გადასახადები დაუსუბსიდირდათ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 120 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა. საქსტატმა აღნიშნული ფასების ვარდნად შეაფასა და ინფლაცია ხელოვნურად შეამცირა.

 


იანვრიდან ელექტროენერგიის საფასური, როგორც თელასის, ასევე ენერგოპროს აბონენტებისთვის 1 კვტ/სთ-ზე 3.5 თეთრით გაძვირდა, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით იმ მომხმარებლებს, რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებს ხარჯავდნენ, ასეთი კი მომხმარებელთა 95%-ა, 1 წელი გაზრდილი საფასური დაუსუბსიდირთად. მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდია ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ბიუჯეტს კი მოსახლეობა ავსებს, საქსტატმა აღნიშნული გაძვირებად არ აღიარა. ანალოგიურად მოიქცა ფქვილის სუბსიდირების შემთხვევაშიც. შედეგად ოფიციალური ინფლაცია რეალურზე დაბალი გამოჩნდა, რამაც ეკონომიკური ზრდის რეალური სურათი ხელოვნურად დაამახინჯა. თვით ასეთი მანიპულაციების პირობებშიც კი დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, როგორ დაფიქსირდა აპრილში 44.8%-იანი ზრდა. საბაზისო პერიოდის 16.6%-იანი ვარდნა გასაგებია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სრული ლოქდაუნი აღარ იყო, 2021 წლის აპრილშიც საქართველო ისევ კომენდანტის საათის რეჟიმში ცხოვრობდა.

 


წარმოუდგენელ 15%-იან ზრდას რომ თავი დავანებოთ, უცნობია როგორ აპირებს მმართველი გუნდი 6 ან 7 პროცენტიან ზრდას, მაშინ როცა ქვეყანა რუსულ კომპანიასთან დავას აგებს და წაგებულ დავას მოგებულად აცხადებს  $200 მლნ-ს მაგივრად $80 მლნ დაგვაკისრეს $120 მლნ დავზოგეთო, მაშინ როცა ინვესტირების შარშანდელი რეკორდული ვარდნის ფონზე, რა დროსაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15 წლიან მინიმუმამდე დავიდა, წელს როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში ინვესტიციები კიდევ უფრო შემცირდა. მილსადენების ჩამნაცვლებლად დიდი ჰესები მოისაზრებოდა, თუმცა რეალურად პატარებიც აღარ შენდება. გამოცხადებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ბოლო 1 წელიწადში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 123 ათასით 633 ათასამდე გაიზარდა, რაც 24%-იან მატებას ნიშნავს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up