$6964 არ უდრის $10 000-ს - სამთავრობო პროგრამა მათემატიკის კანონებს ეწინააღმდეგება

$6964 არ უდრის $10 000-ს - სამთავრობო პროგრამა მათემატიკის კანონებს ეწინააღმდეგება

access_time2021-07-07 10:00:38

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ათწლიანი გეგმის წარდგენისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანს 2030 წლისთვის ეკონომიკის გაორმაგება წარმოადგენს. 10 წელიწადში 1 სულ მოსახლეზე შემოსავლების გაორმაგება სავსებით შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საშუალო წლიური 7.2%-იანი ზრდაა საჭირო. ეკონომიკა 7%-ზე მეტით ბოლოს 2011 წელს გაიზარდა.


პრემიერმა ივნისში გაორმაგებასთან ერთად, 1 სულ მოსახლეზე კონკრეტული რიცხვი $10 000-ც დაასახელა. იმისთვის, რომ რაღაც რიცხვი გაორმაგების შემდეგ $10 000 გახდეს, საწყისი $5000 უნდა იყოს. ძალიან მარტივი ერთუცნობიანი განტოლების მიხედვით, თუ X*2=10 000, მაშინ X=10 000 : 2,  ანუ X=5000. განტოლება სწორია, მაგრამ მაინც არარეალური, რადგან, 2020 წლისთვის საქართველოში, 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი, საქსტატის მიხედვით, $5000 კი არა, მასზე  14.5%-ით ნაკლები - $4275 იყო. თუ ამ მაჩვენებელს გავაორმაგებთ, მაშინ ვიღებთ უკვე არა $10 000-ს, არამედ $1450-ით ნაკლებს - $8550-ს. იმ შემთხვევაში თუ მაინც გვინდა, რომ $4275-დან $10 000 მივიღოთ, მაშინ საწყისი რიცხვი 100%-ით კი არა 134%-ით უნდა გავზარდოთ, ანუ 1 სულ მოსახლეზე $10 000-ის მისაღწევად ეკონომიკა 2-ჯერ კი არა 2.34-ჯერ უნდა გაიზარდოს.


10 წელიწადში ეკონომიკის გასაორმაგებლად საშუალოწლიური 7.2%-იანი ზრდაა საჭირო, 2.34-ჯერ გასაზრდელად კი 8.9%. ამ დროს კი საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ზრდის ტემპად 5%-ა მითითებული. 5%-იანი ზრდის პირობებში კი 2030 წელს საქართველოში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე მხოლოდ $6700 იქნება, ანუ დაპირებულზე 33%-ით ნაკლები.


2020 წლის მდგომარეობით, შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე წლიურად $10 000 ბულგარეთისა და რუსეთის დონეა, $8550 - თურქეთისა და არგენტინის, $6700 კი - დომინიკისა და ბოტსვანის.


მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება, თუ ზრდის ტემპად 2013-2020 წლების საშუალოს 2.7%-ს ავიღებთ. ასეთ შემთხვევაში 2030 წლისთვის შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $5580 იქნება, რაც თავის მხრივ უფრო ნაკლებია, ვიდრე დღევანდელი გაბონის, სურინამისა და ბოტსვანის მაჩვენებლები.



ეკონომიკური ზრდის ტემპით მანიპულირება ქართული რეალობისთვის უცხო არ არის. მსგავსი სტრატეგიისთვის ქართულ ოცნებას ადრეც მიუმართავს. მმართველ გუნდს რიცხვებით თამაშში არც ნაციონალური მოძრაობა ჩამორჩება.



გასული წლის სექტემბერში ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2017-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკა 40%-ით გაიზარდა. პარლამენტის ექს-სპიკერს ნომინალური ზრდისთვის ინფლაციის მაჩვენებლის გამოკლება „დაავიწყდა“, რითაც დიდი ტყუილი გააჟღერა, რადგან სინამდვილეში 2017 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 4.8% იყო, რაც 2018 წელსაც უცვლელად შენარჩუნდა, 2019 წელს კი 5%-მდე გაიზარდა. მათი ერთმანეთზე გადამრავლებით ვიღებთ 15.3%-იან ზრდას. 3 წელიწადში ეკონომიკა რომ 40%-ით გაზრდილიყო, საშუალოწლიური 11.9%-იანი ზრდა იყო საჭირო.


როგორც ქართულ ოცნებას, ასევე ნაციონალურ მოძრაობას, არსებული მდგომარეობის 2012 წელთან შედარება ორივეს სჩვევია. თუ 1 სულ მოსახლეზე შემოსავალს ლარებში დავითვლით, მაშინ ის 2012-2020 წლებში 7300-დან 13 300 ლარამდეა გაზრდილი. ანუ ამ პერიოდში ეკონომიკა 82%-ით გაიზარდა, რაც ტყუილია. დოლარებში დათვლით კი ის $4420-დან $4275-მდე ანუ 3%-ით შემცირდა, რაც ასევე ტყუილია, რადგან შენელებული ზრდის ტემპის მიუხედავად, ვარდნა მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა. 8 წელიწადში ეკონომიკა რომ მართლაც 82%-ით გაზრდილიყო, საშუალოწლიური ზრდა 7.8% უნდა ყოფილიყო. მეორე სცენარის შემთხვევაში 0.4%-იანი ვარდნა იყო საჭირო. რეალურად 2013-2020 წლებში ეკონომიკა 23.9%-ით გაიზარდა, ანუ საშაულოწლიური ზრდა მხოლოდ და მხოლო 2.7%-ს შეადგენდა.  თუ პანდემიურ წელს არ გავითვალისწინებთ, 2013-2019 წელბში ეკონომიკა 32%-ით გაიზარდა, ანუ წელიწადში საშუალოდ 4.2%-ით.


ნაციონალური მოძრაობა, მესამე პრეზიდენტით დაწყებული, პარტიის რიგითი წევრით დამთავრებული, ხშირად იმეორებს, რომ მათი მმართველობის დროს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. მტკიცება მცდარია და ლარის გამყარების გზით ხელოვნურადაა გაბერილი. რეალურად 2004-2012 წლებში ეკონომიკა 71%-ით გაიზარდა. 1 კრიზისული წელი, აგვისტოს ომის შემდგომ, მათ დროსაც დაემთხვა. 9 წელიწადში ეკონომიკის 71%-ით ზრდა წლიურად საშუალოდ 6.2%-იან ზრდას ნიშნავს, რაც ქართული ოცნების საშუალოს 2.3-ჯერ აღემატება. ყველა გარე და შიდა ფაქტორის გათვალისწინებით, 2004-2012 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 2.3-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა ვიდრე 2013-2020 წლებში.


უფრო ადრე, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 1992-2003 წლებში ეკონომიკა 41.4%-ით შემცირდა. 1995-2003 წლებში ვარდნა აღარ დაფიქსირებულა და ზრდის ტემპმა 3-ჯერ ორნიშნა მაჩვენებელსაც მიაღწია, მაგრამ აღნიშნული 1992-1994 წლების კოლაფსის აღმოსაფხვრელად არასაკმარისი აღმოჩნდა. 1992 წელს, პუტჩის შემდეგ, აფხაზეთის ომისა და მხედრიონის პირობებში ეკონომიკა 44.9%-ით შემცირდა, რაც არათუ საქართველოს, ყველა ქვეყნის, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კატასტროფული მაჩვენებელია. მთლიანობაში 1992-2003 წლებში საშუალო წლიურმა ვარდნამ 4.4% შეადგინა.


პირველი პრეზიდენტის - გამსახურდიას მმართველობის დროს, 1991 წელს ეკომომიკა 21.1%-ით შემცირდა, მაგრამ რადგან მან თანამდებობაზე ფაქტიურად მხოლოდ 1 წელი დაჰყო, რაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციის პერიოდს დაემთხვა, რა დროსაც ორნიშნა ვარდნა დაფიქსირდა სხვა ყველა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში, მისი შედარება დანარჩენი 3 ხელისუფლების პერიოდთან არარელევანტური იქნება.



2010 წელს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ეკონომიკური ზრდის შესაძლო ვარიანტები მიმოიხილა, რომლის თანახმადაც 12%-იანი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში საქართველო 2040 წელს მსოფლოს უმდიდრესი ქვეყანა უნდა ყოფილიყო, 10%-იანი ზრდის შემთხვევაში ქვეყანა 20 უმდიდრეს სახელმწიფოთა შორის იქნებოდა, 7%-იანი ზრდისას განვითარებული ქვეყნების ბოლოში, 4%-იანი ზრდის შემთხვევაში საქართველო ბანძი ხდებოდა, ხოლო 2%-იანი ზრდის დაშვებისას, მისგან უბრალოდ აღარაფერი დარჩებოდა. 2013-2020 წლების ზრდის ტემპი ბოლო ორ სცენარს შორისაა.


2021-2030 წლებში საშუალოწლიური ზრდის ტემპი იქნება თუ არა 7.2 ან 8.9 პროცენტი, ამის წინასწარ დაზუსტებით თქმა შეუძლებელია. წარსულის გამოცდილება ორივე დათქმას თეოროულად შესაძლებელს და რეალობაში საეჭვოს ხდის. შესაძლო ზრდის ტემპისგან განსხვავებით ვარაუდები, დაშვებები, შიდაპოლიტიკური თუ რეგიონული ვითარების გაანალიზება სრულიად ზედმეტია იმის სათქმელად, რომ 5%-იანი ზრდის პირობებში ეკონომიკა ვერ გაორმაგდება, ყოველ შემთხვევაში, დღემდე ცნობილი მათემატიკით. რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს მძღოლი, რაც არ უნდა თანამედროვე ტექნოლოგიებით იყოს აღჭურვილი ავტომობილი, 60 კმ/სთ სიჩქარით თბილისიდან ბათუმში 3 საათში ჩასვლა მაინც შეუძლებელი იქნება.


დაპირებებს 100%-ით არც ერთი ხელისუფლება არ ასრულებს, მაგრამ რამდენად რეალურია, იმ ხელისუფლების დაპირება, რომელიც არათუ პროგნოზში, მათემატიკურ გამოთვლებშიც კი ცდება, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა  „სტრატეგია 2020“-მაც არ გაამართლა, რთულია სათქმელია. დაპირების შესასრულებლად, როგორც მინიმუმ, 2030 წლამდე ხელისუფლების შენარჩუნებაა აუცილებელი, რისი გარანტიაც არ არსებობს. 2030 წლამდე 2 გეგმური საპარლამენტო, 2 საპრეზიდენტო და 3 თვითმართველობის არჩევნებია.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up