ღარიბაშვილის ეკონომიკური ხედვა

ღარიბაშვილის ეკონომიკური ხედვა

access_time2021-02-19 10:00:47

ქართულმა ოცნებამ პრმიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, რომელიც 2013-2015 წლებში ერთხელ უკვე იკავებდა პრემიერის პოსტს. ღარიბაშვილის პრემიერობის ორწლიან პერიოდში შემუშავდა „სტრატეგია 2020.“ დოკუმენტი 2020 წლისთვის მისაღწევ მიზნებს ისახავდა და მათ მისაღწევად საჭირო გზებს აჩვენებდა. მიზნების დიდი ნაწილი ვერ შესრულდა.


 „სტრატეგია 2020“ პროექტის სახით 2013 წლის ნოემბერში, დადგენილების სახით კი 2014 წლის ივნისში გამოიცა. სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის სოციალური და ეკონომიკური განვაითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავდა.


განვითარების ხედვა 3 პრინციპს ეფუძნებოდა: 1) უნდა გაზრდილიყო ეკონომიკური ზრდის ტემპი; 2) ეკონომიკური ზრდა უნდა ყოფილიყო ინკლუზიური და მასში უნდა ჩართულიყო მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის ეთნიკური უმცირესოსბები და ემიგრენტები; 3) მეტი ყურადღება უნდა მიქცეოდა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და ეკოლოგიის დაცვას.


სტრატეგია გაცხადებულად ძალიან დიდ როლს ანიჭებდა მთავრობას და მის ქმედებებს. შესავალშივე ვკითხულობთ: „ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აამოქმედებს ეკონომიკის მარეგულირებელ მექანიზმებს, კრიზისულ შემთხვევაში კი ხელს შეუწყობს ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას.“ თუმცა მთავრობა იქვე პირობას დებდა, რომ სახელმწიფო კერძო სექტორს კონკურენციას არ გაუწევდა და მხოლოდ იმ სფეროში შეიძლება შესულიყო, სადაც კერძო სექტორი სუსტი და არაეფექტიანი იყო.


სტატეგიის მიხედვით მთავრობას 2020-ისთვის რამდენიმე კონკრეტული მიზანი გააჩნდა. კერძოდ ნომინალური მშპ 1 სულ მოსახლეზე 5800 ლარიდან 13 000 ლარი უნდა გამხდარიყო, მუდმივ ფასებში კი 9200. იმისთვის, რომ 2014 წლიდან 2020 წლამდე რეალური მშპ 1 სულ მოსახლეზე 5800-დან 9200 ლარამდე გაზრდილიყო, საჭირო იყო წლიური 8%-იანი ზრდა. რაც არ მომხდარა. პანდემიის წელს, რომ თავი დავანებოთ, 8%-იანი ზრდის შემთხვევაში 2019 წელს ეს მაჩვენებელი 8500 ლარი უნდა ყოფილიყო, ანუ 47%-ით მეტი. მაშინაც კი თუ ჩავთვლით, რომ დოკუმენტში „მიმდინარე მაჩვენებელში“ ბოლო დასრულებული წლის, ანუ 2013 წლის მონაცემებია მოყვანილი, რეალური შემოსავლების 58%-იანი ზრდისთვის მაინც რჩება 7%-იანი საშუალო ზრდის აუცილებლობა, რაც ასევე ბევრად აღემატება 2014-2019 წლებში დაფიქსირებულ ზრდის ტემპს.



მშპ-ს ეროვნულ ვალუტაში დაანგარიშებაც შესაძლებელია, მაგრამ კურსის მერყეობის გათვალისწინებით მიღებული პრაქტიკაა მისი დოლარებში დათვლა. მუდმივ ფასებში დათვლით 2014-2019 წლებში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 47%-ის ნაცვლად მხოლოდ 22%-ით $4070-დან $4980-მდე გაიზარდა. 8%-იანი ზრდის მაგივრად ეკონომიკა 2.9-5 პროცენტიანი სიდიდით იზრდებოდა. სტრატეგიის პირველი და უმთავრესი მიზანი ვერ შესრულდა.


სტრატეგიის კიდევ ერთ მიზანს უმუშევრობის 15-დან 12 პროცენტზე ქვემოთ ჩამოყვანა წარმოადგენდა. მეთოდოლოგიის ცვლილებამდე 2019 წელს უმუშევრობა 11.6%-ს შეადგენდა. ახალი უფრო ზუსტი მეთოდოლოგიის მიხედვით კი 17.6%-მდე გაიზარდა, თუმცა 23%-მდე გაიზარდა სასტარტო მაჩვენებელიც. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით მოლოდინი გამართლდა, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც, თუ უმუშევართა რაოდენობა 100 კაცით შემცირდა ეს ავტომატურად დასაქმებულთა რაოდენობის 100 კაცით ზრდას არ ნიშნავს. 2014-2019 წლებში უმუშევართა რაოდენობა მკვეთრად 97 ათასით 277 ათასამდე შემცირდა, მაგრამ იმავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ მხოლოდ 41 ათასით 1.296 მლნ-მდე გაიზარდა. სად წავიდა დარჩენილი 56 ათასი უმუშევარი? მათმა ნაწილმა სამუშაო ძალის რიგები დატოვა - შეწყვიტა სამსახურის ძებნა, ნაწილმა კი ქვეყანა.


სტატეგიის მიხედვით მშპს-თან მიმართებაში სახელმწიფო ვალის არსებული 34%-დან მცირედი ზრდა დასაშვები იყო, მაგრამ ის არ უნდა გადასცდენოდა 40%-იან ზღვარს. 2019 წელს ის 41%-ს აღემატებოდა, მაგრამ 2016 წელთან შედარებით 3%-ით შემცირებული იყო.


შემუშავებული დოკუმენტის თანახმად საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მშპ-სთან მიმართებაში 45-დან 65 პროცენტამდე უნდა გაზრდილიყო. ზრდა ნამდვილად იყო, ოღონდ 2019 წლისთვის, მხოლოდ 55%-მდე.


ორნიშნა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6%-მდე უნდა შემცირებულიყო. 2019 წელს ის დაგეგმილზე მეტად 5.1%-მდე შემცირდა.


გლობალური ინოვაციების რეიტინგში საქართველო დაგეგმილი მე-60 ადგილის ნაცვლად 2018 წელს უკცე 59-ე ადგილზე იყო, თუმცა ჰესების მშენებლობის შეჩერების შედეგად ელექტროენერგიის წარმოებაში დიდი ჩავარდნა აღინიშნა. 2020 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ დაგეგმილი 14 მლრდ კვტ/სთ-ის ნაცვლად მხოლოდ 11.2 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.


მართალია 2020-ის პანდემიას წინასწარ ვერავინ გათვლიდა, მაგრამ პროპორციულად გადაანგარიშებით 2019 წლის სტატისტიკური მაჩვენბელები, მიზნობრივ მაჩვენებლებს საგრძნობლად იყო აცდენილი. სტრასტეგიის შემქმნელებს როგორც ჩანს გადაჭარბებული ოპტიმიზმი ამოძრავებდათ და რისკებს სათანადოდ ვერ აფასებდნენ, შესაძლებლობებზე კი არსებულზე უფრო მაღალი წარმოდგენა ჰქონდათ. 2015-2016 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპის 3%-მდე შემცირების ერთ-ერთ მიზეზს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ოკუპაციის შედეგად რეგიონში დამდგარი კრიზისით იყო გამოწვეული. დოკუმენტის მიღების პერიოდში - 2014 წლის ივნისში, რუსეთს უკვე დასრულებული ჰქონდა ყირიმის ანექსია. დონბასსა და ლუგანსკში გამოუცხადებელ, თუმცა აქტიურ საომარ კამპანიას აწარმოებდა. ამ მხრივ მოსალოდნელი რისკების ნაწილობრივი გათვლა მაინც შესაძლებელი იყო, რაც სტრატეგია 2020-ში არ ასახულა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up