დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2022-01-26 21:00:18

დღის TOP10 საინტერესო ამბავი


1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ იგრძნობა

ქართული ღვინის ექსპორტზე რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის გამწვავებას გავლენა ჯერჯერობით არ მოუხდენია. კომპანიები ექსპორტს უკრაინის ბაზარზე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უკრაინულ მხარესთან დადებული კონტრაქტები არ შეცვლილა. როგორც ,,თელავის ღვინის მარნის“ დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, უკრაინაში დიდი დაძაბულობაა, თუმცა ბიზნესზე ამის გავლენა ჯერჯერობით არ იგრძნობა.




2. პანდემიამ შეიძლება სურსათის გლობალური დეფიციტი გამოიწვიოს

მსოფლიოში სურსათის მარაგის მხრივ მოლოდინები მკვეთრად ნეგატიურია. დიდი ალბათობით, პანდემია გლობალური წარმოების მასშტაბს საგრძნობლად შეამცირებს. მოსალოდნელ საფრთხეზე ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად საუბრობს, მათ შორის, გაერო. ცხადია, ზომების მიღება მოუწევს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, სადაც, სპეციალისტების განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება სტრატეგიულ მარაგებზე უნდა გაკეთდეს. 






3. სამრეწველო და რითეილ სექტორის დაკრედიტება ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

კომერციული ბანკების მიერ სამრეწველო სექტორზე გაცემული სესხების რაოდენობამ, 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, 942,3 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ლარში 509,269,000 ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში 433,009,000 ლარი გაიცა. 2021 წლის განმავლობაში, სამრეწველო სექტორზე სულ 6,24 მლრდ ლარის სესხი გაიცა, რაც ამ პერიოდში სხვადასხვა სეტორებზე გაცემული სესხების რაოდენობაში ყველაზე მეტია.  საპროცენტო განაკვეთმა აღნიშნულ სექტორში ლარის სესხებზე 13.58%, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 6.72% შეადგინა.





4. პანდემიას „ენერგო-პროს“ შემოსავალზე არ უმოქმედია - რამდენი მილიონი ლარის მოგება მიიღო კომპანიამ?

სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთმა მსხვილმა ენერგოკომპანია „ენერგო–პრო ჯორჯიამ“ პანდემიური 2020 წელი დადებით მაჩვენებლებით დაასრულა. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას კომპანიაზე არსებითად არ უმოქმედია.

 




5. ლარში სესხები გაძვირდა, დოლარში დეპოზიტებზე სარგებელი შემცირდა

2021 წელს საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა ქართული კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე 10.8% შეადგინა, მაშინ როდესაც 2020 წელს ეს მაჩვენებელი 10.5% იყო. ზრდა დაფიქსირდა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებზე და ის 15.3%-დან 15.5%-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 2021 წელს საშუალოდ 6.7%-მდე შემცირდა (2020 წელს 6.9% იყო).




6. რესტორნების ქსელი „ძველი როიალი“ მუშაობას გაზაფხულიდან განაახლებს

საავტორო, კონცეპტუალური რესტორნების ქსელი ,,ძველი როიალი“, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მომხმარებლებს გაზაფხულიდან უმასპინძლებს. დახურვის გადაწყვეტილება რესტორნის მფლობელმა, ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. როგორც ბიზნესმენი ,,კომერსანტთან“ ამბობს,  ახლა პანდემიას სხვა მოცემულობა აქვს, ამიტომ სასურველი იქნება ბიზნესთან დაკავშირებით პროტოკოლი შეიცვალოს.

7. კომუნისტურ, საბჭოთა კურორტად ვყალიბდებით - ცოტნე ჯაფარიძე

„ვყალიბდებით კომუნისტურ საბჭოთა კურორტად,“ - ამის შესახებ ტურისტული კომპანიის „ტრეფიკ თრეველის მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მანვე სამთო კურორტებზე არსებულ პრობლემებზე და ტურისტების სიმცირეზე ისაუბრა. 





8. ავტობუსებში მძღოლთან გაკეთებული ბარიერები დღეიდან მოიხსნა

დღეიდან, 26 იანვრიდან, მუნიციპალურ ავტობუსებში მძღოლის და წინა კარის ზონასთან არსებული დამცავი ბარიერები მოიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე მიიღო.





9. მსოფლიოში ყველაზე აგრესიული რუსული ჰაკერული ჯგუფი REvil განადგურებულია

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ჩაატარა სპეცოპერაცია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მრისხანე და საშიში ჰაკერული ჯგუფის REvil-ის სრული განადგურებით დასრულდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა lenta.ru წერს.



 


10. Space-X-ის ყოფილი ინჟინრები სარკინიგზო გადაზიდვებში რევოლუციას ამზადებენ

ახლო მომავალში 1,5-კილომეტრის სიგრძის და ნელი დიზელის სატვირთო მატარებლები შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს - ეს სტარტაპ Parallel Systems-ის მიზანია.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up