პანდემიამ შეიძლება სურსათის გლობალური დეფიციტი გამოიწვიოს

პანდემიამ შეიძლება სურსათის გლობალური დეფიციტი გამოიწვიოს

access_time2022-01-26 11:00:53

მსოფლიოში სურსათის მარაგის მხრივ მოლოდინები მკვეთრად ნეგატიურია. დიდი ალბათობით, პანდემია გლობალური წარმოების მასშტაბს საგრძნობლად შეამცირებს. მოსალოდნელ საფრთხეზე ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად საუბრობს, მათ შორის, გაერო. ცხადია, ზომების მიღება მოუწევს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, სადაც, სპეციალისტების განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება სტრატეგიულ მარაგებზე უნდა გაკეთდეს.



აგრარული სფეროს სპეციალისტი ბადრი რამიშვილი ,,კომერსანტთან აცხადებს, რომ ზომები გასაძლიერებელია, რადგან სტრატეგიული მარაგების სიმცირე ქვეყანაში შიმშილობას გამოიწვევს.



,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სტრატეგიული პროდუქტების მარაგის მხრივ ქვეყანაში პრობლემა არ გაჩნდეს. ჯერჯერობით სტაბილური მდგომარეობა გვაქვს და ეს მოცემულობა მომდევნო წლების განმავლობაშიც უნდა შევინარჩუნოთ. ზომებს თუ არ გავაძლიერებთ, საქართველოში შიმშილი გარდაუვალია. პანდემიამ ისე შეცვალა მსოფლიო, რომ არავინ იცის, როდის რა შეიძლება მოხდეს, ღმერთმა ნუ ქნას, რომ მსოფლიოში ვითარება გართულდეს.  ამიტომ  სწორედ სტრატეგიული პროდუქტების წარმოების ზრდაზე  უნდა ვიფიქროთ,  პირველ რიგში, ხორბლით მომარაგების საკითხია გადასაწყვეტი.  დიდწილად რუსეთზე ვართ დამოკიდებული, რომელიც მუდმივად ძვირდება,  ამიტომ დროულად არის პრევენციის ზომები მისაღები, - აცხადებს რამიშვილი. 

 


კიდევ ერთი საკითხი, რაც სურსათის უსაფრთხოებას უკავშირდება, კვების რეჟიმი და სასურსათო პროდუქტის კალორიულობაა, რაც დეფიციტზე არანაკლები პრობლემაა.


 


სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე ფიქრობს, რომ ტექნოლოგიების განვითარება პირველი ნაბიჯია, რითაც  საქართველომ პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს.

 


,,ჩვენ ქვეყანას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ გამოკვებოს საკუთარი მოსახლეობა და იმპორტზე მინიმალურად იყოს დამოკიდებული. განსაკუთრებული ყურადღება მიწას და წყალს უნდა მიექცეს, რასაც ტექნოლოგიური განვითარების გარეშ ვერ მივაღწევთ.  ჩემი აზრით,  უნდა დავიწყოთ მიწების დამცავი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიის და ტექნიკის გამოყენება.  ბოლო დროს მთავრობის მხრიდან გარკვეული  პროექტები განხორციელდა, მაგრამ მეტად უნდა გააქტიურდეს მუშაობა, რათა გლობალურ გამოწვევას გავუმკლავდეთ.   დიდი საფრთხეა, რომ  სურსათის დეფიციტამდე შეიძლება დადგეს წყლის გამოყენების პრობლემა.  შეიძლება,  ფიზიოლოგიურ დონეზე შიმშილობის პრობლემა არ გვემუქრება,  თუმცა  .. ძვირი კალორიები ხალხისთვის მიუწვდომელია. შესაბამისად, რაციონში პური დიდი რაოდენობით გამოიყენება“, - განმარტავს კობალაძე.

 


ცნობისთვის, 2021 წელს გაერო-მ კაცობრიობისთვის გლობალური სასურსათო კრიზისი იწინასწარმეტყველა. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ პლანეტა უზარმაზარი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. პანდემიამ და ბუნებრივმა კატასტროფებმა სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. 



დედამიწაზე 1970-იანი წლებიდან ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი სამჯერ გაიზარდა.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up