ავტობუსებში მძღოლთან გაკეთებული ბარიერები დღეიდან მოიხსნა

ავტობუსებში მძღოლთან გაკეთებული ბარიერები დღეიდან მოიხსნა

access_time2022-01-26 17:00:16

დღეიდან, 26 იანვრიდან, მუნიციპალურ ავტობუსებში მძღოლის და წინა კარის ზონასთან არსებული დამცავი ბარიერები მოიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე მიიღო.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „კომერსანტს“ უთხრეს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს თხოვნით მიმართა, რომ არსებული რეკომენდაცია ავტობუსში მძღოლებისთვის ბარიერის მოწყობის თაობაზე გაუქმებულიყო, რაზეც საკოორდინაციო საბჭო დათანხმდა.

 

„თბილისის მუნიციპალიტეტმა წინადადებით მიმართა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, გაუქმებულიყო რეკომენდაცია, ავტობუსებში მძღოლებისთვის ბარიერების მოწყობის თაობაზე. აღნიშნულ წინადადებას საბჭო დაეთანხმა და მგზავრები შეუფერხებლად შეძლებენ ავტობუსის წინა კარით სარგებლობას. ბარიერები მოიხსნა ყველა მუნიციპალურ ავტობუსში“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

 

„კომერსანტი“ ამ გადაწყვეტილების შეფასებისთვის ინფექციონისტ ნანა ღონღაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების საქმეა და თუ ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო, სავარაუდოდ, ვირუსის ეს მსუბუქი ფორმა ალბათ ყველამ უნდა გადაიტანოს, რომ მას მიეცეს ჩვეულებრივი ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სახე.


 

„ამას არ ვწყვეტთ ჩვენ, არც ადამიანები, ამას წყვეტს ეპიდემიოლოგიური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამას ვერ მიიღებდა სხვა ვერავინ, ამიტომ როგორც ჩანს ეს გამართლებულია, ამას მიიღებდა ამირან გამყრელიძის სამსახური და ეს ხდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით და არა თვითნებურად. მე საწინააღმდეგოს ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წყვეტს, ძალიან ბევრმა ქვეყანამ მოხსნა შეზღუდვები და, როგორც წესი, ალბათ, ეს მსუბუქი ფორმა ყველამ უნდა გადაიტანოს და შეიძლება შემდეგ მსუბუქი ფორმების ტესტირებაც გაუქმდეს“, - აღნიშნა ნანა ღონღაძემ


ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 092 684.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 19.58%.


თაკო კვაჭანტირაძე




დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-05-19 22:38:11
დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მზად არიან ოფიციალური კიევისთვის საჭიროებისამებრ მეტი გააკეთონ -...

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა
access_time2022-05-19 21:37:26
აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა ამის — ამის შესახებ იფნორმაციას reuters...

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
access_time2022-05-19 21:00:57
წალკის (დაშბაშის)  კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი  და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი 14 ივნისს იხსნება. ვიზიტორების მიღება კი 15 ივნისიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, კანიონის მონახულება გასული წლიდან უკვე შესაძლებელი...

მაკდონალდსი რუსულ რესტორნებს ადგილობრივ ოპერატორს მიჰყიდის

მაკდონალდსი რუსულ რესტორნებს ადგილობრივ ოპერატორს მიჰყიდის
access_time2022-05-19 20:30:26
მაკდონალდსის კორპორაცია (MCD.N) თავის რუსულ ბიზნესს მის ამჟამინდელ ლიცენზიატს ალექსანდრე გოვორს მიჰყიდის და რესტორნები ახალი ბრენდის ქვეშ იმუშავებენ, რაც ქვეყანაში მაკდონალდსის ყოფნას დაასრულებს. — ამის შესახებ ფინორმაციას...

FT: Polestar ელექტორმანქანების წარმოებაზე პროგნოზებს წყვეტს - მიზეზი ჩინეთში ნაწილების დეფიციტია

FT: Polestar ელექტორმანქანების წარმოებაზე პროგნოზებს წყვეტს -  მიზეზი  ჩინეთში ნაწილების დეფიციტია
access_time2022-05-19 19:49:00
შვედური “ვოლვოსა“ და ჩინური “ჯელის“ თანამფლობელი კომპანია Polestar წარმოების პროგნოზირებას თითქმის მეოთხედით ამცირებს, ამის მიზეზი ჩინეთის მასშტაბით ნაწილების დეფიციტია. - აღნიშნულ ინფორმაციას Financial Times...


მსგავსი სიახლეები

up