დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-11-30 21:00:01

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. 1,5 მლნ ლარი და 8 დასაქმებული - ანაკლიის პორტის განვითარების 2022 წლის გეგმა

მთავრობა 2022 წელსაც რომ გეგმავს ანაკლიის პროექტის ირგვლივ ნაბიჯების გადადგმას, ეს ბიუჯეტის პროექტიდანაც ჩანს. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული.

 

 

2. ღვინის სააგენტომ RAW WINE 2021-ზე ქართული ბიო ღვინო დროულად ვერ გაგზავნა - ბიზნესმენ ივა მარტიაშვილს მწვავე კითხვები აქვს

ბიო ღვინის მწარმოებელმა 11-მა ქართულმა კომპანიამ ბერლინის ნატურალური, ბიო და ორგანული მეღვინეების ფესტივალზე - RAW WINE 2021 გასატანი ღვინოები გამოფენამდე 3-4 კვირით ადრე წარუდგინა ღვინის ეროვნულ სააგენტოს. ამ უკანასკნელს უნდა უზრუნველეყო ამ ღვინოების გაგზავნა ფესტივალზე, თუმცა, გამოფენამდე 1 დღით ადრე - 27 ნოემბერს აღმოჩნდა, რომ პროდუქცია გერმანიის საბაჟოზე იყო გაჩერებული.

 

 

3. ენგურზე გენერირებული ელექტრონერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოზე 40/60% პრინციპით განაწილდება

აფხაზეთის ენერგომომარაგება ძველ რეჟიმს უბრუნდება. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონთან დენი 40/60-ზე პროპორციით განაწილდება. ენერგეტიკოსების განცხადებით, ამიერიდან დამატებითი ელექტროენერგიის შესყიდვა არ გახდება საჭირო აფხაზეთისთვის, დანაკლისის შევსება მას თვითონვე მოუწევს.

 

4. ოქტომბერში ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

ოქტომბერში მშპ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%-ით, პირველ ათ თვეში კი 10.5%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 


 

 

 

5. 80 გარდაცვლილი და 5050 ინფიცირებული - ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 854 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 153 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 701 PCR ტესტით.

 

 

6. რატომ ვერ ავითარებს მთავრობა შიდა ტურიზმს, თუნდაც ევროპულ მაგალითზე

პანდემიამ გლობალური ტურიზმის გზრდა დროებით შეაჩერა. ამ დარგის ფინანსური დანაკარგი უკვე 1 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა. შექმნილ სიტუაციაში, როცა კორონავირუსის შიშით უცხო ქვეყნებში მოგზაურობა და დასვენება ინტერესს კარგავს, ქვეყნები მთელი ძალებით ცდილობენ შიდა ტურიზმის განვითარებას, ვის რა შესაძლებლობაც გააჩნია.

 

 

7. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ 30 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობებს ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია დაიკავებენ.

 

 

8. ხორბლის იმპორტის შემცირებამ, შესაძლოა, საქართველოში სასურსათო უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს

საქართველოში ბოლო პერიოდში ხორბლის იმპორტი მცირდება, ხორბლის ფქვილის - კი იზრდება. აღნიშნულმა ტენდენციამ, სამომავლოდ, შესაძლოა ხორბლის მარაგები შეამციროს და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგეს.

 

 

9. მთავრობის შეცდომები, რომლებმაც მოსახლეობა გააღარიბა

ქართული ოცნება 2012 წელს ხელისუფლებაში პოლიტიკურთან ერთად ძირითადად მემარცხენე მიმართულების დაპირებებით მოვიდა, რომლებშიც უხვად იყო პოპულიზმიც. ეს კი შემდგომში ქვეყანას ეკონომიკური ზრდის ტემპის განახევრებად დაუჯდა.

 

 

10. ლირის 74%-იანი გაუფასურების ფონზე ლარი 5%-ით გამყარდა

თურქული ლირა ისევ უფასურდება. 30 ნოემბერს თბილისის დროით 13:00 სთ-ისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღეურებულება 12.9 ლირას გადააჭარბა, რაც წლის დასაწყისის მაჩვენებელს 74%-ით აღემატება. 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up