ენგურზე გენერირებული ელექტრონერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოზე 40/60% პრინციპით განაწილდება

ენგურზე გენერირებული ელექტრონერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოზე 40/60% პრინციპით განაწილდება

access_time2021-11-30 11:00:00

აფხაზეთის ენერგომომარაგება ძველ რეჟიმს უბრუნდება. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონთან დენი 40/60-ზე პროპორციით განაწილდება. ენერგეტიკოსების განცხადებით, ამიერიდან დამატებითი ელექტროენერგიის შესყიდვა არ გახდება საჭირო აფხაზეთისთვის, დანაკლისის შევსება მას თვითონვე მოუწევს. კერძოდ, რუსეთისგან შეიძენს. მხარეებს შორის შეთანხმება 90-იან წლებში ზეპირად დაიდო და ამ ეტაპზეც, ელექტროენერგიის განაწილების საკითხი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოხდა. როგორც აღმოჩნდა, ინიციატივა ენერგეტიკოსებს ეკუთვნით, რაც მთავრობის მხრიდან პრაქტიკულად მხარდაჭერილია.



შესაბამისად, როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, უკვე ნოემბრიდან ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 40/60-ზე პრინციპით განაწილდება, რითაც საქართველოს  ენერგოსისტემა ცოტას „ამოისუნთქებს“.



,,გადაწყდა, რომ წლის ბოლოსთვის ,,ენგურჰესის ელექტროენერგიის განაწილება  გახდეს  40/60%-ზე, როგორც წლების წინ ვიყავით შეთანხმებული, თუმცა მისი შესრულება მხოლოდ ახლა ხდება შესაძლებელი. აქამდე ,,ენგურის“ მიერ გამომუშავებული დენი არამიზნობრივად იხარჯებოდა და ამ პრობლემას ერთხელ და საბოლოდ დაესმება წერტილი. კერძოდ, მცდელობა არის, რომ  პროპორცია 40/60%-ზე წლიურ ჭრილში მაინც დავიცვათ, ყოველთვიურად მისი დაცვა გაგვიჭირდება. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. ,,ენგურჰესის“ წყალსაცავი განსხვავებული რეჟიმით დამუშავდა, რაც საშუალებას იძლევა, არსებული მარაგი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% ჩვენია, 40%-ს აფხაზეთი წაიღებს. ცხადია, ჩვენ ვერ მივყიდით მას ელექტროენერგიას, როგორც ვერ მივყიდით, ვთქვათ,  იმერეთს, გურიას და ნებისმიერ სხვა რეგიონს. დამატებით რა მარაგიც დასჭირდება აფხაზეთს, რუსეთისგან შეისყიდის,  სამაგიეროდმ უფრო ყაირათიანად მოიხმარს.  დენის მოხმარების კუთხით დიდი პრობლემა შეიქმნა, რაც აფხაზეთში დაიწყო კრიპტოვალუტის შემოტანა. სხვა შემთხვევაში, მაგალითად,  1995-96 წლებში და ცოტა მოგვიანებითაც, სანამ კრიპტოვალუტის ბაზარი გააქტიურდებოდა, აფხაზეთი სტანდარტით განსაზღვრული ელექტროენერგიის 40%-საც ვერ ითვისებდა“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ გია არაბიძე.




ენერგეტიკოსის თქმით, პარალელურად აფხაზეთს  კრიპტოვალუტის გამომუშავების პროცესის მკაცრად გაკონტროლება და გადასახადის გაზრდა მოუწევს კონკრეტულად ამ სეგმენტისთვის. სავარაუდოდ, აფხაზეთში  რუსულ  ბაზებსაც უფრო ძვირად მიაწვდიან ელექტროენერგიას, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი.



შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის შემდგომი პერიოდიდან დღემდე ,,ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთს სრულად მიჰქონდა და დამატებით მიეწოდებოდა  იმპორტული დენიც, ენერგოპოლიტიკა ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა.



ცნობისთვის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2021 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2 მლრდ 371.9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19.5%-ით მეტია.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up