ბათუმში ბინის ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები შეჩერდა

ბათუმში ბინის ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები შეჩერდა

access_time2021-10-09 17:15:27

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში ბინის ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. ჯამში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამოშლას 9 ადამიანი ემსხვერპლა. 

გომელაურის თქმით, სავარაუდოდ, აღარავინ იმყოფება და ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. მძიმე სიტუაციაა. 9 ადამიანია გარდაცვლილი. უძიმესი დღე იყო გუშინაც და დღესაც. 5 წუთის წინ ვიპოვეთ მე-9 გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, არც ერთი დაკარგული აღარაა და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“,- განაცხადა გომელაურმა.


საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდამთავრობამ უკვე გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომლის მიხედვით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან,12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. აღარ არინიშნება თბილისობა. შეჩერდება საარჩევნო კამპანიაც. 

დღეს 2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინება შეკვეთილი წირვა. ლიტურგიის შემდეგ ჩატარდება პანაშვიდი, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად, ასევე, აღევლინება პარაკლისი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობისთვის.



სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ბათუმის ტრაგედიამ აჩვენა, რამდენად აუცილებელია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება მშენებლობისთვის.



იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსზე მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობდა. 

ამჟამად, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.  ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა. ბათუმის ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოსბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მომხდარზე ჯერ არ გამოკითხულან. 


აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დანგრეული კორპუსის მიმდებარე შენობების მდგრადობას გეოლოგები შეისწავლიან. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ჩამონგრეულ შენობაში მოსახლეობის შეყვანა დაუშვებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს. რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა სხვა საჭირო საშუალებით.


პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,      ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.


შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.









„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up