დედოლარიზაციის შედეგები: 5%-ით გაზრდილი სესხების ლარიზაცია და გამქრალი არჩევანი

access_time2018-01-12 17:40:24

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეკონომიკაზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 21.7 მილიარდი ლარია. მთლიანი სასესხო პორფელის ლარიზაციის მაჩვენებელი 40.7%-ია, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.3%-ით მეტია. ლარის სესხების ზრდის მთავარი მიზეზი 100 000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვა და დედოლარიზაციის სხვა რეგულაციებია. ამ ცვლილებების შედეგად მოსახლეობამ დაკარგა არჩევანი 100 000 ლარამდე სესხი აიღოს იმ ვალუტაში, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს. ცვლილების გამო მოსახლეობა იძულებულია აიღოს ლარის სესხი, რომლის განაკვეთიც დოლარის სესხზე ძვირია.


დედოლარიზაციის კანონმდებლობა ძალაში 2017 წლის 13 იანვარს შევიდა. ამ საკანონმდებლო პაკეთით ქვეყანაში სესხების საპროცენტო განაკვეთზე ერთიანი ლიმიტი დაწესდა 100%-ის ოდენობით, აიკრძალა 100 ათას ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა, აიკრძალა რეკლამირებისას ქონების/მომსახურების საფასურის დოლარში მითითება. ასევე, ძალაში შევიდა სესხების გალარების ნორმები, რომლითაც მოქალაქეებს დოლარში აღებული იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანა შეეძლოთ, რისთვისაც მთავრობა მათ სპეციალურ სუბსიდიას აძლევდა. გალარების აქციით $80 მილიონი დოლარის ღირებულების სასესხო პორტფელი გალარდა.


რაც შეეხება დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებლებს, ის 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით 32.5%-ს შეადგენს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 28.8%-ზე იყო.



დედოლარიზაციის სამთავრობო პროგრამის მიზანი უცხოურ ვალუტაზე მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირებაა. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხს თან სავალუტო რისკიც ახლავს, კურსის მერყეობის შემთხვევაში პირის მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა შესაძლოა მკვეთრადაც შეიცვალოს, რისი მაგალითიც ლარის გაუფასურებაა, რის გამოც წარსულში აღებული დოლარის სესხების მომსახურება გაძვირდა. 100 000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვით მთავრობა და ეროვნული ბანკი მოსახლეობისთვის აღნიშნული სავალუტო რისკის თავიდან აცილებას ცდილობნენ, თუმცა აღნიშნულმა რეგულაციამ შეზღუდა კონტრაქტის თავისუფლება ხელშეკრულება გაფორმდეს იმ ვალუტაში, რომელსაც მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს.



ავტორი: ტაბულა






EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები