„საზოგადოება უფრო მზად იყო ტექდათვალიერების რეფორმისთვის, ვიდრე ხელისუფლება“

access_time2017-11-15 09:40:36

„აღმოჩნდა, რომ საზოგადოება ბევრად უფრო ორგანიზებულია და ბევრად უფრო მზად იყო ამ რეფორმას შეხვედროდა, ვიდრე ხელისუფლება“-ასე ეხმაურება  „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე ”„საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონის გარდამავალი დებულებებიდან იმ მუხლის ამოღებას, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება ახალი წლიდან სავალდებულო ტექდათვალიერებას ექვემდებარება.


მისი შეფასებით, დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთი კრახი განიცადა. „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას ამ პოლიტიკით არ აქვს ელემენტარული უნარი, ასეთი მასშტაბის რეფორმები გაატაროს“,-აცხადებს ურუშაძე.


მისი განმარტებით, ბატონი გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს გაკეთებული განცხადება, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდოდა სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება, იყო ტყუილი. ურუშაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ მხრივ არანაირი სამუშაოები ჩატარებული არ არის.


მისი განცხადებით, ეს იყო უბრალოდ პოპულისტური განცხადება, რომელიც არჩევნებს უკავშირდებოდა. „როგორც კვლევებით დასტურდება, განსაკუთრებით თბილისში, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას ჰაერის დაფინძურება წარმოადგენს. საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემას ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება მოაგვარებს. შესაბამისად, ეს იყო პიარზე გათვლილი განცხადება და ამის უკან არაფერი არ იდგა“,-აცხადებს ურუშაძე.


მისი თქმით, ამ რეფორმის დაწყებას და წარმატებით განხორციელებას ძალიან დიდი შრომა სჭირდება - საზოგადოების ინფორმირებულობა, სისტემური მოწყობა, მენეჯმენტი, საკანონმდებლო მხარე, ინფრასტრუქტურის მოწყობა.


„ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც საფუძვლიანად არის შესასწავლი. ჩვენი გათვლებით, მოსამზადებელ პერიოდს დაახლოებით 2 წელი სჭირდება. დღეს რომ ვიტყვით, უკვე უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა, ორი წლის განმავლობაში რას ვაკეთებთ. ამ რეფორმას უნდა ჰყავდეს კონკრეტული პასუხისმგებელი პირი-მენეჯერი, რომელსაც სამოქმედო გეგმა გაწერილი ექნება“,-აცხადებს ურუშაძე.


შეგახსენებთ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომლის მიხედვით, გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირებას 2018 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა დაექვემდებაროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაანონსებული რეფორმა სრულად 2018 წლიდან არ ამოქმედდება და გადავადდება. თუმცა ამას გადავადებას არ უწოდებს ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სალუქვაძე, ის „კომერსანტთან„ საუბრისას აცხადებს, რომ მხოლოდ ვადები დაკორექტირდა. 


კითხვაზე, რატომ ვერ გათვალა მთავრობამ რეფორმის დაანონსების დროს ის, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ყველა დარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ინსპექტირების ერთდროულად გავლა, სალუქვაძე განმარტავს, რომ ეს ცვლილება შეტანილ იქნა დაახლოებით 1 წლის წინ. გარდა ამისა, მაშინ ცნობილი არ იყო ტესტირების რამდენი ცენტრი შეიძლებოდა ქვეყანაში ყოფილიყო. „ახლა განხორციელებული კონსულტაციის საფუძველზე დღეს 26 ტესტირების ობიექტია, ორჯერ ამდენიც რომ იყოს, შეუძლებელია მოხდეს ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთდროულად მოცვა. დაკორექტირებაც ამიტომ მოხდა“, - აცხადებს სალუქვაძე.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...


მსგავსი სიახლეები