Start in Georgia - ყველაფერი ჩემი სტარტაპისთვის!

access_time2017-11-14 14:36:07

2017 წლის 18 ნოემბერს, კომპანია Start – Business Solutions-ისა და  ქართული სტარტაპების ასოციაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში ტარდება გამოფენა „Start in Georgia“.


Start business solutions-ის მმართველი პარტნიორი და დირექტორი ლარისა პატარაია „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ღონისძიება დამწყები მეწარმეების ინფორმირებულობას ემსახურება.


„ჩვენი კომპანიის მიერ გამოკითხული 300 სტარტაპიდან ძალიან მცირე ნაწილია ინფორმირებული, ვისთან და როგორ შეიძლება ითანამშრომლონ დაფინანსების მოპოვების, პროფესიული მომსახურებებისა და სტარტაპის ხელშეწყობის სხვა სერვისების  მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიების უმთავრესი მიზანია სტარტაპერებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გავზარდოთ მეწარმეობის სურვილი და მეტი პოპულარიზაცია გავუკეთოთ ამ სფეროს. მაგალითად, სახელმწიფოს მიერ ბევრი კარგი პროგრამაა განვითარებული, რომელიც ემსახურება პირველადი საინვესტიციო თანხის გამოყოფას.  არაერთი საერთაშორისო პროგრამა არსებობს. ინფორმაციული ასიმეტრიის აღმოსაფხვრელად გადავწყვიტეთ ახალი ფესტივალი დაგვეანონსებინა. ვისაც სურს, რომ დაიწყოს თავისი ბიზნესი, ან არის ახალბედა მეწარმე, სტარტაპერი, აუცილებლად უნდა მოვიდეს გამოფენაზე.“


გამოფენა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიის“ მესამე პავილიონში გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი კომპანიები სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. შესაბამისად, ერთ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ყველა ის ორგანიზაცია,  რომელიც შეძლებს საკუთარი პროდუქტი გააცნოს სტარტაპით დაინტერესებულ პირებს და დაეხმაროს მათ ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში. ეს კომპანიებია:


  • ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები;
  • ფონდები, პროგრამები და ბანკები;
  • საკონსულტაციო კომპანიები;
  • ბიზნესის დაწყებისთვის ხელშემწყობი პროექტები.

გამოფენის შედეგად, ყველა მომავალი და უკვე არსებული მეწარმე უფრო მეტად ინფორმირებული, მომზადებული და მოტივირებული იქნება იმისათვის, რომ დაიწყოს საკუთარი ბიზნესი.


„გამოფენის ფორმატს რაც შეეხება, წარმოდგენილი იქნება 35 კომპანია დილის 10 საათიდან 6 საათამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ და უშალოდ ეკონტაქტოთ კომპანიის წარმომადგენლებთს, გაიგოთ მათი ექსკლუზიური შეთავაზებების შესახებ. პარალელურ რეჟიმში მოწვეული გვეყოლება დაახლოებით 15 სპიკერი, რომელიც აქტუალურ თემებზე ისაუბრებს. ვიზიტორებს ინვესტიციების მოზიდვის ყველა საშუალებაზე ინფორმაციას გავაცნობთ“, - აცხადებს ლარისა პატარაია.


აღნიშნული გამოფენა იქნება პირველი ლოკალური ღონისძიება. Start in Georgia მომავალ წელს გაცილებით უფრო მასშტაბური გამოფენის გაკეთებას და მასში უფრო გლობალური მოთამაშეების მონაწილეობას გეგმავს.  





“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...


მსგავსი სიახლეები