ხის კონტეინერებისგან აშენებული სასტუმრო ფართოვდება - Quadrum-ი გუდაურის შემდეგ აჭარაშიც გაიხსნება

access_time2017-11-14 20:30:41

სასტუმრო Quadrum-ი 2018 წლის ზაფხულში გაფართოვებას გეგმავს და მომხმარებლებს დამატებით 400 კვადრატულ მეტრზე უკვე არსებულისგან სრულიად განსხვავებული კონცეფციის კორპუსს შესთავაზებს. როგორც პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ერისთავი „კომერსანტთან“ საუბრისას  აცხადებს, სასტუმროს გახსნიდან დღემდე  მომხმარებლების რაოდენობამ 30%-ით იმატა.


 

 

„გახსნის დღიდან საკმაოდ დატვირთულები ვართ, ჩვენ მიმართ თავიდანვე დიდი ინტერესი იყო, რადგან Quadrum-ის კონცეფცია სხვა სასტუმროებისგან გამორჩეულია. ამჟამად ჩვენი სასტუმროს შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. 25-ი დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით ადგილები უკვე სრულად დაჯავშნილია. ამჟამად ჩვენთან შვიდი ადამიანია დასაქმებული.


ბიზნესი სტაბილურად ვითარდება და სრული დატვირთვით ვმუშაობთ. სასტუმროს გახსნიდან დღემდე ჩვენი მომხმარებლის რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. ბევრი სტუმარი გვყავს რუსეთიდან, უკრაინიდან და ისრაელიდან“, - განაცხადა ერისთავმა.

 

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ახალი კორპუსი უკვე არსებულისგან სრულიად განსხვავებული კონცეფციის იქნება.

 

„2018 წლის აპრილში დამატებით 400 კვადრატული მეტრზე მეორე კორპუსის მშენებლობას დავიწყებთ. ახალ სივრცეში წარმოდგენილი იქნება, დახურული აუზი, იოგას დარბაზი და რესტორანი. ხოლო ზაფხულის ბოლოს აღნიშნული კორპუსის სატესტო რეჟიმში გაეშვება.


დროთაგანმავლობაში მიმდებარე ტერიტორიის სრულად ათვისებას ვგეგმავთ, სადაც იქნება როგორც კაფე-ბარები, ასევე საციგურაო მოედანი და ეს ტერიტორია გუდაურში ჩამოსული დამსვენებლების თავშეყრის ადგილად იქცევა.


სამომავლოდ სასტუმრო Quadrum-ის ხის კონტეინერებისგან დამზადებული კონსტრუქციის დადგმა აჭარაშიც იგეგმება“, - განაცხადა ირაკლი ერისთავმა.

 


 

ხის კონტეინერებისგან დამზადებული, 600 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 11-ნომრიანი სასტუმრო, გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა.

 

პროექტის განხორციელება ჯამში დაახლოებით 1 700 მილიონი ლარი დაჯდა. ამ დროისთვის 600 კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე 20 კონტეინერია განთავსებული. ხის კონტეინერები უმაღლესი ხარისხის ხისგანაა აწყობილი და მინუს 40 გრადუს სიცივეზეა გათვლილი.

 

Quadrum-ში 2 ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 90 დოლარიდან იწყება. ლუქსის ფასი კი 200 დოლარს შეადგენს. კონტეინერები ქუთაისში, ერთ-ერთ გადამამუშავებელ ქარხანაში მზადდება. 1 კონტეინერის ფართი 21 კვადრატული მეტრია (შედის სველი წერტილებიც).



ავტორი: ლიკა გურაბანიძე



British American Tobacco-მ 100 მილიონი დოლარის დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

person access_time2017-11-20 11:00:52
British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. როგორც „კომერსანტთან ექსკლუზიურად British American Tobacco-ს დირექტორი კორპორატიულ და იურიდიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო თანხა. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმე განსახილველად მიეღო. მისივე განცხადებით, თავად ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ საკითხზე დავა...

“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში...


მსგავსი სიახლეები