geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:23
3 თვეში ქართულმა ბანკებმა მოსახლეობისგან ჯარიმებით 21 მილიონი ლარი მიიღეს - ყველაზე მეტი ჯარიმა „ლიბერთი ბანკმა" ამოიღო
2017-05-08 15:50:18
+
-

კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 3 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 20 935 179 ლარის შემოსავალი მიიღეს. როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი ლიბერთი ბანკმა მიიღო - 7 234 290 ლარი. მეორე ადგილზე თიბისი ბანკი - 4 542 827 ლარი, რასაც ბანკი რესპუბლიკას მაჩვენებელს თუ მივუმატებთ, გამოვა 6 931 629 ლარი (ცალკე ბანკი რესპუბლიკამ საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 2 388 802 ლარი მიიღო).

 

 

მესამე ადგილზე საქართველოს ბანკი, მან 2017 წლის პირველ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 2 670 595 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - ქართუ ბანკი - 1 227 505 ლარი. ტოპ-ხუთეულშია კრედო - 983 486 ლარის შემოსავლით.

 

 

„ქართული საბანკო სექტორი მოგების მაღალ მარჟას სწორედ ჯარიმების/საურავებისა და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე აღწევს. ეს მონაცემები საქართველოში ბანკების ჯარიმების სიძვირეზე მიუთითებს. საინტერესოა, რომ ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „ლიბერთი ბანკმა" მიიღო, ეს მაშინ, როდესაც ბაზარზე „საქართველოს ბანკი" და თიბისი არიან, რომელთა გაცემული კრედიტების ოდენობა ბევრად აღებატება ლიბერთისას. მაგალითად, ხშირად ბანკებს ვადაგადაცილებულ სესხებზე ფიქსირებული საურავები აქვთ დადგენილი, რაც ზოგჯერ კრედიტის ყოველთვიური შენატანის 20-30%-ს შეადგენს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ბანკების ჯარიმებისა და საურავებიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვან შემოსავალს იღებენ", - აღნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი