geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 12:37
„მ-100“ მარკის მაზუთი ელექტრონული აუქციონით იყიდება
2017-04-21 19:30:44
+
-

სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეალიზაციოდ, ელექტრონულ აუქციონზე (www.eauction.ge), წარმოდგენილი აქვს ,,მ-100'' მარკის 50 027 583 კგ. მაზუთი. ქონება ინტერნეტ აუქციონზე ცხადდება 3 აუქციონად. აუქციონების - 2017 წლის 4 მაისს დასრულდება.

 



პირი, რომელსაც სურს შეიძინოს აღნიშნული ქონება, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს შესაბამისი ელექტრონული ხელშეკრულების პირობებს, რომელშიც კონკრეტულად არის გაწერილი ქონების შეძენისა და გატანის პროცედურები.

 



ქონება განთავსებულია შპს ,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის' კუთვნილ #19, #21 და #23 მეტალის მიწისზედა რეზერვუარებში, შემდეგ მისამართზე: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. #2;

 



სარეალიზაციო ქონების დათვალიერება შესაძლებელია სამუშაო დღეებში სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან" შეთანხმებით.

 



ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ აუქციონებში, შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" სერვისცენტრის მომსახურებით, მისამართზე - ქ. თბილისი, გულუას ქ. #4.