geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:05
გარემოს დაბინძურებისთვის თბილისში 14 ადამიანი დაჯარიმდა
2017-04-20 18:40:45
+
-

გარემოს დაბინძურებისთვის ფულადი ჯარიმების ამოქმედებიდან პირველივე დღეს "თბილსერვის ჯგუფის" ინსპექციამ 14 სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა. საჯარიმო ოქმების უმრავლესობა (13 საჯარიმო ოქმი) შედგენილია 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე, ხოლო ერთი მათგანი კი მუნიციპალურ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსებაზე.

 


14 სამართალდამრღვევი პირიდან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

20 აპრილიდან "თბილსერვის ჯგუფის" მონიტორებმა ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის დაჯარიმება დაიწყეს. ქუჩების დანაგვიანებისთვის განკუთვნილია ჯარიმები 80-დან 1000 ლარამდე:

 

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით.

 


2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით.

 


ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).

 

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით.
ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით.

 

სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი -400 ლარით. იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.