geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:18
ტერეზა მეიმ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა
2017-04-18 14:41:11
+
-

მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელად, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ვადამდელი არჩევნების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ახალი მანდატი ბრიტანეთის ევროკავშირისგან გამოყოფის პროცესს მეტ ლეგიტიმაციას მიანიჭებს.

 

„თითოეული ხმა, რომელსაც არჩევნებში კონსერვატიული პარტია მიიღებს, Brexit-ის მოლაპარაკებებში უფრო მეტად გამაძლიერებს“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. ბრიტანეთის კანონმდებლობით, პრემიერის ინიციატივა ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

 

ტერეზა მეი ბრიტანეთის მთავრობის სათავეში ევროკავშირისგან გამოყოფასთან ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ მოვიდა. სწორედ Brexit-ის გადაწყვეტილება გახდა მისი წინამორბედის, დევიდ კემერონის გადადგომის მიზეზი.

 

ავტორ(ებ)ი: CNN