geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:08
რობოტები და „ტექნოლოგიური უმუშევრობა" - ვის წაართმევენ ხელფასებს რობოტები?
2017-04-17 12:00:29
+
-

1000 თანამშრომელზე რობოტების რაოდენობის მაჩვენებლის ზრდა ქვეყანაში დასაქმებულების ხელფასს 0, 5%-ით ამცირებს და ასევე 0,34%-ით ამცირებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობას - ასეთია ბოსტონის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეკონომისტის დარონ აჯემოგლუს და იელის უნივერსიტეტის პროფესორის პასკალ რესპეროს კვლევის შედეგები.

 

ეკონომისტების აზრით, რობოტიზაციის დონით ამერიკა ჩამორჩება ევროკავშირს იმის მიუხედავად, რომ კვლავ უსწრებს ევროპას შრომის ნაყოფიერებაში. მეტწილად ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ რობოტიზაცია ძირითადად ეხება ავტომობილების და ელექტრონიკის წამოებას, რომელიც აშშ-ში კრიზისს განიცდის.

 

დარონ ჯემოგლუმ და პასკალ რესპერპომ დაანონსეს ახალი ნაშრომის გამოცემა, რომელიც შეეხება რობოტების გავლენას აშშ-ს შრომის ბაზარზე. ისინი დეტალურად გაანალიზებენ ეკონომისტების გათვლებს 1997-2016 წლებში ამერიკის შრომის ბაზრაზე ავტომატიზაციის გავლენის შესახებ.

 

ეს საკითხი ნაწილობრივ გაშუქდა ამავე ავტორების სტატიაში „რბოლა ადამიანს და მანქანას შორის", რომელშიც განიხილება შესაძლებელი „ტექნოლოგიური უმუშევრობის" დონე.

 

პირველად მომავალი „ტექნოლიგიური უმუშევრობის შესახებ" დაწერა ამერიკელმა ეკონომისტმა ჯონ კეინსმა ჯერ კიდევ შორეულ 1930 წელს. იმის მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე ტექნოლოგიების გამოყენების გამო უნუშევრობის ნახტომისებრი ზრდა ჯერ-ჯერობით არ შეიმჩნევა, ბოლო წლებში მედიაში ეს არის ძალიან პოპულარული თემა, მათ შორის ევროკავშირში უმუშევრობის ისტორიულ დონემდე ზრდის გამო.

 

თუმცა, მეტ-ნაკლებად სარწმუნო გათვლები ამ საკითხთან დაკავშირებით გაჩნდა მხოლოდ 2015-2016 წლებში კონლსალტინგური ჯგუფების BCG და McKinsey-ს კვლევებში, და ამერიკელი ეკონომისტის მარტინ ფორტის წიგნში „რობოტების გათენება".

 

ამჟამად მსოფლიოში მუშაობს 1,17 მლნ სამრეწველო რობოტი - ავტომრეწველობაში მათი წილი შესრულებულ სამუშაოებში აღწევს 39%-ს, ელექტროწარმოებაში - 19%, მეტალურგიასა და ქიმიაში - 9%.

 

ყველაზე მეტი რობოტი აშშ-შ არის არა ისეთ ტექნოლოგიურ ცენტრებში როგორც კალიფორნია ან ატლანტა, არამედ რეგიონებში, სადაც განვითარებულია „ტრადიციული", „ძველი" ეკონომიკა - დენვერი, ჩიკაგო და ტეხასი. ამით შეიძლება აიხსნას რობოტების შედარებით მცირე რაოდენობა - მეტალურგია და ავტომრეწველობა იმყოფებიან ღრმა სტაგნაციის პირობებში, თანაც ამ დარგებშია პროფკავშირების ძალიან ძლიერი გავლენა. აშშ-ს ელექტრომრეწველობის სექტორი კი არ არის დიდი, რადგანაც ის მეტწილად გადატანილია ჩინეთში.

 

სხვათა შორის „ტექნოლოგიური უმუშევრობის" შიში იყო დონალდ ტრამპის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი, სავარაუდოდ, მას ასევე გამოიყებენ 2017-2018 წლებში ევროპაში დაგეგმილ არჩევნებში. მით უმეტეს, ევროკავშირში უმუშევრობა იზრდება უფრო სწრაფი ტემპებით, ვიდრე შტატებში.

 

უახლოეს 20 წელიწადში პროფესიების 9%-ს ემუქრება გაქრობა რობოტების გამო, თუმცა აჯემოგლუს და რესპეროს აზრით, შიშები ტექნოლოგიურ უმუშევრობასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია. 1993 წლიდან რობოტებმა დატოვეს უმუშევრად მხოლოდ 670 000 ადამიანი. აშშ-ს წარმოების სექტორის მხოლოდ მცირე ნაწილს ემუქრება სამუშაო ადგილების შემცირება ავტომატიზაციის გამო.

 

აჯემოგლუს და რესპეროს აზრით, ეს რისკები გაცილებით უფრო მაღალია ევროკავშირში. ყველაზე რისკიანია ამ კუთხით გერმანია და ავსტრია.

 

საშუალოდ რობოტებს შეუძლიათ 20 წლის განმავლობაში შეამცირონ სამუშაო ადგილების რაოდენობა ევროპაში 9%-ით - საშუალოდ 1 რობოტი ანაცვლებს 6,2 მუშას.

 

საგულისხმოა, რომ დონალდ ტრამპის „სამუშოა ადგილების აშშ-ში" დაბრუნების პოლიტიკა თეორიულად გაამძაფრებს ამ პრობლემას, რადგანა ამერიკის მრეწველობაში ახალი ინვესტიციები სავარაუდოდ, წავა ავტომატიზირებულ დარგებში და არა მაღალი დასაქმების მქონე სფეროებში.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: kommersant.ru