geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 05:55
სამყაროს ყველაზე დიდი და გავლენიანი კომპანიები
2017-04-17 14:00:27
+
-

Bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების განახლებული სია გამოაქვეყნა.



აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინური ინტერნეტ-კომპანია Tencent Holdings Ltd., რომელიც ძირითადად WeChat-ის მიმოწერის პროგრამით და თამაშების წარმოებით არის ცნობილი, ამ სიის პირველ ათეულში მოექცა.


ბოლო კვარტალში, აქციებზე 1,6%-იანი ზრდის შემდეგ, ამ კომპანიის კაპიტალიზაციამ 279 მილიარდი დოლარი შეადგინა და სულ მცირედით გადაასწრო Wells Fargos.

 

ათი ყველაზე ძვირად შეფასებული კომპანიის ჩამონათვალში 6 ტექნოლოგიურია. აქედან 4 სიაში წამყვან ადგილებს იკავებს: Apple, Alphabet, Microsoft, Amazon.


პირველ ადგილზე მყოფი Apple-ის კაპიტალიზაცია 750 მილიარდზე მეტია და, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ვერც ვერავინ გაუწევს კონკურენციას.


"აგორა"