geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:33
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 4 სამშობიარო სახლი გამოეთიშა
2017-03-16 09:30:52
+
-

სელექტიური კონტრაქტირების შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 4 სამშობიარო სახლი გამოეთიშა, მათ შორის 3 თბილისში, ერთი კი ბათუმში. როგორც „კომერსანტთან" საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული აცხადებს, მათგან ნაწილმა რაოდენობრივი, ნაწილმა კი ხარიხსობრივი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა.

 

 

„ის რომ, ეს 4 სამშობიარო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, სულ არ ნიშნავს იმას, რომ მუშაობას ვერ გააგრძელებენ. მათ აქვთ ლიცენზია, აქვთ შესაბამისი სერთიფიკატი და რა თქმა უნდა, გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებლები ვერ იქნებიან. თუმცა აქვთ ასევე შესაძლებლობა, რომ თუ დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, გაზრდიან ხარისხობრივ მაჩვენებელს ან მოემატებათ მშობიარეების რაოდენობა, განცხადება დაწერონ პროგრამაში მონაწილეობის მიღებაზე", - განუცხადა „კომერსანტს" ნინო ბერძულმა.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარეთ დარჩნენ - თბილისში: სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება "ნინო", "ლანცეტის" სამეანო განყოფილება და ევექსის 31-ე სამშობიარო. ბათუმი -ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლი, თუმცა სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულმა დაწესებულებამ ხელახალ გადამოწმებაზე განაცხადი უკვე გააკეთა.

 

 


როგორც ცნობილია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება სამშობიარო სახლებიდან დაიწყო. 1-ლი მარტიდან სამშობიარო სახლებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა. სელექტიური კონტრაქტირება ხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც - წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა; პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე.

 

 

"პირველ ეტაპზე, ცვლილება სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებებს შეეხება. პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფელებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღა, სწორედ ამ ცვლილებით ამოქმედდა. სელექციური კონტრაქტირება დედათა და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებიდან იმის გათვალისწონებით დაიწყო, რომ წინამოსამზადებელი სამუშაოები მსგავსი პროფილის კლინიკებში უკვე ჩატარებულია (კლინიკებს მინიჭებული აქვს შესაბამისი დონეები)", - განაცხადა ახალი წესის ამოქმედებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

 

 

სამინისტროს ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება, თუმცა მოგვიანებით

 

 

 

ავტორი: "კომერსანტი"