geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 08:58
10 გამაოგნებელი ფაქტი ჩრდილოეთ კორეის შესახებ
2017-03-16 10:00:24
+
-

ჩრდილოეთი კორეა, ოფიციალურად კი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, უნიკალური ქვეყანაა, თუმცა ამ სიტყვის მხოლოდ ნეგატიური გაგებით: ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე იზოლირებული და თანამედროვე განვითარებას ჩამორჩენილი ქვეყანაა.

 

იზოლირების შედეგად, ქვეყნის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაციაა ცნობილი. თუმცა ვიცით, რომ ჩრდ. კორეა არის პატარა ზომის (120,540 კმ2), აგრესიული ქვეყანა, რომელსაც თავისი სამხედრო შეიარაღების დახმარებით არაერთი სახელმწიფოსთვის შეუძლია ზიანის მოტანა. higherperspectives.com გვთავაზობს 10 ფაქტს, რომელიც ჩრდ. კორეასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ.

 

 

1. ჩრდილოეთ კორეაში ნავთობი არაა, ამიტომ ავტომობილები ხეზე მუშაობენ

 

როგორი იქნება მსოფლიო, მოვლენათა ყველაზე ცუდი განვითარების შემთხვევაში ნავთობის გარეშე? კითხვაზე პასუხი ჩრდილოეთ კორეაში შეგვიძლია ვეძებოთ. ავტომობილები ჩინეთში ხისგან და ქვანახშირისგან მიღებულ ენერგიაზე მუშაობენ. ცხადია, ეს ყოველივე ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს და ჰაერში ნახშირორჟანგის გავრცელებას უწყობს ხელს.

 

 


2. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების დანახვა კოსმოსიდანაც შეიძლება

 


ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკასთან დაკავშირებით საკმაოდ მცირე ინფორმაცია არსებობს, თუმცა სავარაუდოდ, ის მსოფლიოში ყველაზე სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე $1,800-ს შეადგენს (მსოფლიოში 197-ე მაჩვენებელი). შედარებისთვის, სამხრეთ კორეის მშპ 18-ჯერ, ხოლო აშშ-ის კი 28-ჯერ უფრო დიდი მოცულობისაა.

 

 

ჩრდილოეთ კორეაში 24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათი ნახევარი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 69 წელს შეადგენს. მოსახლეობა ძირითადად შეშის ღუმელით თბება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ცივი ზამთრის გადასატანად ისინი არამარტო შეშას, არამედ ნებისმიერ ნივთს იყენებენ, რაც ირგვლივ ხვდებათ. ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება. ღამით კი კოსმოსიდან ჩრდილოეთ კორეის ტერიტორია მთლიანად სიბნელით არის დაფარული.

 

 

3. ჩრდილოეთ კორეაში მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ არსებობს

 


სტატიის ავტორის მიხედვით, მარიხუანას ჩრდილოეთ კორეელები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც ეწევიან და მისი შეძენა განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. ანონიმური წყაროს მიხედვით, კიმ ჩენ ირის მთავრობა მარიხუანას ნარკოტიკად არ აღიქვამს და ამიტომაც მის აკრძალვას არ აპირებს. სავარაუდოდ, მთავრობა მარიხუანას თამბაქოს ალტერნატივად აღიქვამს, რომლის შეძენასაც ჩრდ. კორეელები ვერ შეძლებენ.

 

 

4. ჩრდილოეთ კორეაში საკონცენტრაციო ბანაკები არსებობს

 


ადამიანებს საკონცენტრაციო ბანაკები მეორე მსოფლიო ომის პერიოდს ახსენებს, რასაც ნაცისტური გერმანიის ხელით, მილიონობით ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. თუმცა, ჩრდ. კორეაში საკონცენტრაციო ბანაკები კვლავ არსებობს, სადაც ისეთივე სისასტიკე სუფევს, როგორც ჰიტლერის დროინდელ ბანაკებში. ნავარაუდევია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზების გამო ჩრდილო კორეულ ბანაკებში 200,000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. პატიმრების 40% საკვების ცუდი ხარისხის გამო კვდება. პატიმრების უმრავლესობას სიცოცხლის უკანასკნელ წამებამდე ამუშავებენ.

 

 

5. სკოლაში სიარული სავალდებულოა, თუმცა გარკვეული ხარჯის სანაცვლოდ

 


ჩრდილოეთ კორეელი ბავშვები სკოლაში საკუთარი მერხებითა და სკამებით უნდა გამოცხადდნენ. ამასთან, მათმა მშობლებმა გათბობის ფული უნდა გადაიხადონ. მშობლების გარკვეული ნაწილი მასწავლებლებს ქრთამს აძლევს, რათა შვილებმა სკოლაში არ იარონ.

 

 

6. ჩრდილოეთ კორეაში 105 წელია

 


ჩრდილოეთ კორეა განსხვავებულ კალენდარს იყენებს, რის გამოც ქვეყანაში დღეს არა 2017, არამედ 105 წელია. რატომ? კალენდარის ათვლის წერტილი ჩრდილოეთ კორეის რევოლუციური ლიდერის, კიმ ირ სენის დაბადებიდან (1912 წლის 15 აპრილი) იწყება.

 

 

7. ჩრდილოეთ კორეაში არჩევნები ტარდება

 

მართალია, ჩრდილოეთ კორეაში არჩევნები ტარდება, თუმცა არჩევნებში მხოლოდ 1 მხარე იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ამომრჩევლების 100% თავის უსაყვარლეს ლიდერს აძლევს ხმას.

 

 

8. ჩრდილოეთ კორეაში დასჯა სამ თაობაზე ვრცელდება

 


თუკი ჩრდილოეთ კორეაში დაიბადეთ და თქვენი ბებია დანაშაულს ჩაიდენს, დანაშაულში წვლილი თქვენც მიგიძღვით. უფრო მარტივად, დანაშაულზე პასუხისმგებელი მთელი ოჯახია. შედეგად, საკონცენტრაციო ბანაკებში 3 თაობის წარმომადგენლები ერთად ხვდებიან, რასაც მთავრობა „3 თაობის დასჯის წესს" უწოდებს. საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცევის ოჯახის 1 წევრის გაქცევის შემთხვევაში კი, მთელ ოჯახს ხოცავენ.

 



9. კიმ ირ სენი ჩრდილოეთ კორეის ერთადერთი ჭეშმარიტი ლიდერია

 


კიმ ირ სენი რამდენიმე წელიწადის წინ გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილის შემდეგ იგი მუდმივ პრეზიდენტად გამოცხადდა, რომელსაც ქვეყანას საიქიოდან მართავს. სწორედ ეს დაეხმარა კიმ ირ სენის შვილსა და შვილიშვილს ძალაუფლების მარტივად გადაბარებაში: ძალაუფლება ჩრდილოეთ კორეაში მემკვიდრეობით გადადის.

 

 

10. ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ირი, ექსცენტრიკული და ბრუტალური დიქტატორია

 

 

კიმ ჩენ ირს განათლება ევროპაში აქვს მიღებული. როდესაც ახალგაზრდა კიმ ჩენ ირი ქვეყნის სათავეში მოვიდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ იგი პროგრესულ რეფორმებს განახორციელებდა, რაც არ გამართლდა: კიმ ჩენ ირი მამისა და ბაბუის გზას უცვლელად განაგრძობს.

 

 

კიმ ჩენ ირი ძალიან საინტერესო პერსონაა:


ა) ის არის მსოფლიოში ერთადერთი გენერალი, რომელსაც სამხედრო გამოცდილება არ გააჩნია;

ბ) გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია, რათა ბაბუას უფრო მეტად დამსგავსებოდა;

გ) აღფრთოვანებულია მაიკ ჯორდანით;

დ) სახელმწიფო ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში აჩვენა, თუ როგორ „მართავდა" კიმ ჩენ ირი თვითმფრინავს. „მანმართვა ინსტრუქციის ერთი გადაკითხვით ისწავლა და ამის გაკეთება ერთი ხელითაც შეუძლია!" ამბობდა გადაცემის წამყვანი.

 

 

 

ავტორი: higherperspectives.com