geo eng rus
სამშაბათი, 28 მარტი, 2017. 05:45
მამუკა ხაზარაძე ონლაინ სესხებზე: ამას მკაცრი რეგულირება სჭირდება
2017-02-15 16:09:19
+
-

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ონლაინ სესხებს მკაცრი რეგულაცია სჭირდება. ამის შესახებ ხაზარაძემ „ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას განაცხადა, როდესაც ამ მიმართულებით ბანკის გეგმების შესახებ ვკითხეთ.

 

"იმას, რაც დღეს ონლაინ სესხებთან დაკავშირებით ხდება რა თქმა უნდა, არ გავაკეთებთ, რადგან ეს სწორი არ არის. სესხის გაცემას გავაადვილებთ, ბუნებრივია, მაგრამ არა ისე და იმ პროცენტებით... ვფიქრობ, ყველამ უნდა გაიგოს ონლაინ სესხი რა არის - ეს არის ძალიან მაღალპროცენტიანი სესხი და მისი ხიბლი იმაშია, რომ ვითომ 5 წუთში გიმტკიცდება, მაგრამ ადამიანი ვერ გრძნობს ეს რამხელა პროცენტზეა გათვლილი. საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრი ადამიანი უბედურდება. ჩემი აზრით, ამას მკაცრი რეგულირება სჭირდება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს ყველას მაინც ბანკი ჰგონია. ადამიანები 100, 200 ან 1000 ლარს იღებენ ონლაინ სესხით და იმ შედეგებზე არ ფიქრობენ, რომელიც ამას მოყვება. ამას მკაცრი რეგულირება სჭირდება, რომ გაიმიჯნოს",- აცხადებს ხაზარაძე.