geo eng rus
კვირა, 22 იანვარი, 2017. 08:15
"ავიაკომპანია "ალიტალიის" ტოპ-მენეჯერები ემზდებიან იტალიის მთავრობასთან შესახვედრად - საფრთხის ქვეშაა 1600 სამუშაო ადგილი"
2017-01-09 14:30:00
+
-

"ავიაკომპანია "ალიტალიის" ტოპ-მენეჯერები ემზდებიან იტალიის მთავრობასთან შესახვედრად, საფრთხის ქვეშაა 1,600 სამუშაო ადგილი". ამ სათაურით აქვეყნებს ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგი" სტატიას, რომლის თანახმად:

 

 

 

იტალიაში, პაოლო ჯენტილიონის ახალი მთავრობა ამჟამად ცდილობს რამენაირად გზა გაუკაფოს ქვეყნის მსხვილი ბანკის Monde dei Paschi-ის გადარჩენის გეგმას. ამასობაში კი, მას თავზე დაატყდა ახალი კორპორატიული კრიზისი. ამჯერად, რისკის ქვეშ დადგა ავიაკომპანია "ალიტალიის" მომავალი.

 

 

 


როგორც ცნობილია, "ალიტალიაში" ყველაზე გავლენიანია მისი მთავარი ინვესტორი Ethiad Airways. ამ უკანასკნელის წარმომადგენელი და ასევე ავიაკომპანიის ხელმძღვანელები ემზადებიან იტალიის მთავრობის მინისტრებთან შესახვედრად. გავიხსენოთ, რომ 2008 წელს "ალიტალია" უკვე იყო გაკოტრების პროცესში მას შემდეგ, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა კერძო ინვესტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი მცდელობა ავიაკომპანიის გაკოტრებისგან გადარჩენისა. შემდგომში, უკვე 2014 წელს, ავიაკომპანია სრულ კოლაფსს გადაურჩა. დღეს მისი სათავო ოფისი აბუ-დაბიშია. ზემოხსენებული შეხვედრის თაობაზე ოფიციალური განცხადება ავიკომპანიამ გააკეთა გასულ კვირადღეს.

 

 

 


ტოპ-მენეჯერები ავიაკომპანიის გადარჩენისა და რესტრუქტურიზაციის გეგმას განიხილავენ იტალიის განვითარებისა და ასევე ტრანსპორტის მინისტრებთან, რომში. აღნიშნული გეგმის თანახმად, შესაძლოა 1,600-ით შემცირდეს ავიკომპანიაში სამუშაო ადგილთა რაოდენობა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით წინასწარია და ოფიცილაურად გასაჯაროებული არ არის.

 

 

 


ამასობაში, დრო იწურება. სამ წელიწადზე ნაკლებია გასული იმ დღიდან როცა Etihad-მა აქციათა 49 პროცენტიანი პაკეტი შეიძინა, რათა კვლავ ფეხზე დაეყენებინა იმდროსაც სიძნეელეებში მყოფი "ალიტალია". ამ უკანასკნელს ინვესტორებმა და კრედიტორებმა გასულ დეკემმბერს ამცნეს, რომ სულ 60 დღე ჰქონდა დარჩენილი საიმისოდ, რომ სიცოცხლის-უნარიანი და ხარჯთა შემკვეცი გეგმა წარედგინა. Etihad Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს ჰოგანი და სხვა აქციონერები შეხვედრას მართავენ იტალიის მინისტრებთან იმ მიზნით, რათა განიხილონ "ალიტალიის" შემდგომი სამოქმედო გეგმა" - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგის" სტატიაში.

 

 

 

"ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ ნება დართო Etihad-ის საინვესტიციო ჯგუფს- დამატებით მოახდინოს 231 მილიონი დოლარის ინვესტირება სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც არ ისარგებლებენ სააქციო კენჭისყრისას ხმის მიცემის უფლებამოსილებით. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 22-ორ დეკემბერს, კომპანიის აქციონერთა საგანგებო სხდომაზე.

 

 

 


მას შემდეგ რაც ინვესტორებთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რაშიც ასევე შედის მოკლევადიანი ფინანსური გარიგებები იტალიის ორ მსხვილ ბანკთან, "ალიტალია" აპირებს გამართოს მოლაპარაკებები პროფკავშირებთან, მიმწოდებლებთან, თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიებსა და სხვა მხარეებთან რომლებიც შესაძლოა შეეხოს კორპორატიულ ხარჯთა შემცირების საკითხები. ეს უკანასკნელი, უპირველესად სამუშაო ადგილთა შეკვეცას ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც 2015 წელს "ალიტალიამ" თითქმის 200 მილიონი ევრო დაკარგა ოპერაციებში, ავიაკომპანიის შარშანდელი დეფიციტი შესაძლოა უკვე 400-ს მილიონ ევროს უახლოვდებოდეს.

 

 


უნდა ითქვას, რომ სამუშაო ადგილების შეკვეცასთან ერთად, ახალი სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს ბიზნეს-მოდელში. ეს განსაკუთრებით ეხება ცვლილებას მოკლე და საშუალო მანძილის ავიარეისებს, რამეთუ "ალიტალიის" ხელმძღვანელობას საჭიროდ მიაჩნია დაბალი ღირებულების ავიკომპანიებთან კონკურენციის გაზრდა. გარდა ამისა, "ალიატალია" ასევე აპირებს არარენტაბელური ავიარეისების გაუქმებას, როგორიცაა მაგალითად, მილანი-რომი.

 

 

 


შემდეგი ორი თვე კრიტიკული იქნება. ასეთი აზრისაა "ალიტალიის" ხელმძღვანელობა, რომელიც უარყოფს რაიმე სერიოზულ ცვლილებას საკუთარ რიგებში.

 

 

 


პროფკავირებთან შეხვედრის თაობაზე გადაწყვეტილება მოჰყვა ავიკომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაყინვას, გასული დეკემბრის მიწურულს. თუმცა, ეს ზომა იქნება დროებითი, სანამ პროფკავშირებთან ახალი გარიგება იქნება მიღწეული.

 

 

 


როგორც პროფკავშირთა ერთერთმა აქტივისტმა განაცხადა: "ორი წლის წინ ჩვენ დავთანხმდით 2,000 სამუშაო ადგილის შეკვეცაზე, რათა ინვესტორს ავიაკომპანიაში კაპიტალი ჩაედო. ამჯერად აღარ უნდა გვითხრან რომ კვლავ დადგა საკითხად შრომის ღირებულება. ჩვენ არ ავუნთებთ მწვანე შუქს ხალხის სამსახურიდან დათხოვნის არავითარ გეგმას" - ციტატის დასასრული.

 

 

 


აღსანიშნავია, რომ როცა Etihad-ის საინვესტიციო ჯგუფმა 1 მილიარდ 760 მილიონი ევროს ოდენობის კაპიტალი დააბანდა "ალიტალიაში", იგი აცხადებდა, რომ სერიოზულ სირთულეებში ჩავარდნილ ამ ავიაკომპანიას დროთა განმავლობაში ხუთ-ვარსკულავიან ავიალაინერად აქცევდა" - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგის" სტატიაში.

 

 

 

 

საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი