geo eng rus
შაბათი, 21 იანვარი, 2017. 02:43
მსოფლიოში უდიდეს „ფლეშკას" 2 ტერაბაიტის მოცულობა აქვს
2017-01-09 10:00:30
+
-

„ფლეშკა" მცირე ზომის, კომპაქტური მეხსიერების ბარათია, რომელსაც ქართულად სწრაფლმარჭი ეწოდება. თუმცა ქართულმა ენამ, როგორც ცოცხალმა ორგანიზმმა, სწრაფლმარჭი ვერ შეითავსა.

 

დროთა განმავლობაში „ფლეშკას" მეხსიერების მოცულობა უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა. დღეს კი უდიდეს, 2 ტერაბაიტის მეხსიერების მქონე „ფლეშკაზე" 160 HD ხარისხის ფილმის ჩაწერაა შესაძლებელი. უახლესი

 

„ფლეშკა" Kingston Technology-ის მიერ არის შექმნილი და მას DataTraveler Ultimate GT ეწოდება.

 


2 ტერაბაიტი - ეს არის მეხსიერების მოცულობა, რომელიც 8 უდიდესი მეხსიერების მქონე iPhone-ს ერთად გააჩნია.

 

ახალი „ფლეშკა" გაყიდვაში თებერვლიდან გამოვა და მისი ფასი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი წინამორბედი, 1 ტერაბაიტიანი DataTraveler HyperX Predator-ის ღირებულება ამ მომენტისათვის Amazon-ზე $2730-ს შედგენს, რაშიც ტრანსპორტირების თანხა გათვალისწინებული არაა.

 

 


ავტორი: CNNMoney