geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:26
კვირიკაშვილი - დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ
2016-12-29 10:40:22
+
-

მიღწევების გარდა, ჩვენს ქვეყანას რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის არჩეული გვაქვს სწორი გზა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სოხდმაზე განაცხადა.

 

"ჩვენს მოქალაქეებს დღეს არ აქვთ დალხინებული ცხოვრება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად ვითავისებთ მათ ამ მდგომარეობას, ვითავისებთ იმ რეფორმების საჭიროებას, რომელთაც ვახორციელებთ. ეს არის სწორი გზა, ეს არის ის გზა, რაც იმ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომელსაც პირადად არაერთხელ გამოვხატავ ხოლმე. ეს ოპტიმიზმი არის სრულიად მატერიალური და პირდაპირ ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძალიან სჭირდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.