geo eng rus
შაბათი, 27 მაისი, 2017. 06:36
დღეიდან, ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები ინიშნება
2016-06-01 09:00:10
+
-

2016 წლის 1 ივნისიდან, ყაზახური ავიაკომპანია "SkyBus" ყაზახეთსა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენების შესრულებას იწყებს.  საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეისები კვირაში 8 სიხშირით შემდეგ საჰაერო ხაზებზე განხორციელდება:


• აქტობე-ბათუმი-ასტანა;


• კიზილორდა-ბათუმი-აქტობე;


• შიმკენტი-ბათუმი-კიზილორდა;


• აქტაუ-ბათუმი-შიმკენტი;


• ატირაუ-ბათუმი-აქტაუ;


• ყარაღანდა-ბათუმი-ატირაუ;


• კუსტანაი-ბათუმი-ყარაგანდა;


• ასტანა-ბათუმი-კუსტანაი

 

ფრენები Bombardier CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისრტოს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის 3 თვიანი ნებართვა მიენიჭა.

 


ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, ბათუმის მიმართულებით აღნიშნული რეისების შესრულება მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთნაკადის ზრდას, ტურიზმის სფეროსა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებას.