თურქული საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში“ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში ზურიკო დავითაშვილს პრიორიტეტულ სამიზნედ განიხილავს, ხოლო „სენტ-ეტიენი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს, – ინფორმაციას სხვადასხვა თურქული გამოცემა ავრცელებს.

„„ბეშიქთაში“ კვლავ ინტერესდება ზურიკო დავითაშვილით. კლუბის სპორტული დირექტორი ცოტა ხნის წინ ფეხბურთელის აგენტს შეხვდა. „სენტ-ეტიენი“ ტრანსფერში 20 მილიონი ევროს მიღებას ელოდება“, – წერს გამოცემა Besiiktas_Plus-ი.

„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ჰორნელანდმა 24 წლის ქართველი გარემარბის შესახებ განცხადებაში არაპირდაპირ მიანიშნა, რომ ტრანსფერი შესაძლებელია:

„თუ დავითაშვილს ნამდვილად სურს წასვლა და შესაბამისი შეთავაზებით მოგვმართავენ, ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებისთვის და წინადადებებს აუცილებლად მოვუსმენთ“.

ზურიკო დავითაშვილმა ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში 802 წუთი ითამაშა, 12 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

პირველი არხი