ამერიკულმა ჟურნალმა Time "წლის ადამიანის" პრეტენდენტების სია გამოაქვეყნა. გამოცემა Person of the Year-ს ყოველ წელს ასახელებს. აღნიშნული წოდებისთვის მიმდინარე წელს ათი კანდიდატი იბრძვის.

კამალა ჰარისი - აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი 5 ნოემბრამდე და მოქმედი ვიცეპრეზიდენტი.

ქეით მიდლტონი - უელსის პრინცესა, რომელიც დიდხანს ებრძოდა კიბოს და ქიმიოთერაპია მიმდინარე წლის სექტემბერში დაასრულა.

ილონ მასკი - ჟურნალის ცნობით, მილიარდერმა წელს თავი გამოიჩინა პოლიტიკურ სფეროში, როცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ღიად დაუჭირა მხარი.

იულია ნავალნაია - რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

ჯერომ პაუელი - 2018 წლიდან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი.

ჯო როგანი - პოდკასტ The Joe Rogan Experience-ის ცნობილი წამყვანი.

კლაუდია შეინბაუმი - მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

დონალდ ტრამპი - აშშ-ს ახალ არჩეული პრეზიდენტი.

მარკ ცუკერბერგი - The Times წერს, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად რჩება.

Time წლის ადამიანს 1927 წლიდან ყოველწლიურად ასახელებს.