ჟენევაში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები განახლდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჟენევაში გუშინ დაიწყო.
მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმების მისაღწევად მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ამასთან, გამოცემა Axios-ის ცნობით, ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. გამოცემის ჟურნალისტის, ბარაკ რავიდის ინფორმაციით, ამის მიზეზი „რუსეთის ახალი მთავარი მომლაპარაკებლის, ვლადიმერ მედინსკის მიერ გამოთქმული პოზიციები“ გახდა.