მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების ნაწილი მილიარდიან ქონებას ფლობს.

Yahoo Finance-ს 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი პოლიტიკური ფიგურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფინანსები საიდუმლოებით არის მოცული, Hermitage Capital Management-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ბილ ბრაუდერის შეფასებით, მისი ქონება დაახლოებით 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რეიტინგში მეორე ადგილზე ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოა, WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, მისი წმინდა ქონება 9 მილიარდ დოლარს (6.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) შეადგენდა.

მესამე ადგილზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, 2025 წლის მონაცემებით, მისი ქონება 7.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რეიტინგში მეოთხე ადგილზეა, მან 2013 წლიდან მოყოლებული 5 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა. 

ხუთეულს ჩინეთის პრეზიდენტი ასრულებს, როგორც გამოცემა წერს, სი ძინპინის სავარაუდო ქონება გასული წლის მონაცემებით 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსების რეიტინგი ასეთია:

1. 🇷🇺 ვლადიმერ პუტინი - 200 მილიარდი დოლარი
2. 🇧🇾 ალექსანდრე ლუკაშენკო - 9 მილიარდი დოლარი
3. 🇺🇸 დონალდ ტრამპი - 7.2 მილიარდი დოლარი
4. 🇰🇵 კიმ ჩენ ინი - 5 მილიარდი დოლარი
5. 🇨🇳 სი ძინპინი - 1.5 მილიარდი დოლარი (სავარაუდო)
6. 🇬🇶 ტეოდორო მბასოგო - 600 მილიონი დოლარი
7. 🇦🇿 ილჰამ ალიევი - 500 მილიონი დოლარი
8. 🇹🇷 რეჯეფ ერდოღანი - 500 მილიონი დოლარი
9. 🇷🇼 პოლ კაგამე - 500 მილიონი დოლარი
10. 🇿🇦 სირილ რამაფოსა - 450 მილიონი დოლარი
11. 🇰🇪 უილიამ რუტო - 400 მილიონი დოლარი
12. 🇫🇷 ემანუელ მაკრონი - 31.5 მილიონი დოლარი
13. 🇨🇦 მარკ კარნი - 21.5 მილიონი დოლარი
14. 🇺🇦 ვოლოდიმირ ზელენსკი - 20 მილიონი დოლარი
15. 🇸🇬 ლოურენს ვონგი - 5 მილიონი დოლარი.