ევროპის ავტობაზარზე 2025 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებული ცვლილებებით გამოირჩა. JATO Dynamics-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი ავტომობილი კვლავ Volkswagen Group-მა გაყიდა, თუმცა კონკურენცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა, განსაკუთრებით ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების მიმართულებით.

როგორც აღვნიშნეთ, ლიდერი Volkswagen Group-ია, 1.8 მილიონზე მეტი ერთეული ავტომობილით, თუმცა მისი გაყიდვების 72% ჯერ კიდევ შიდა წვის ძრავიან (ICE) ტრანსპორტზე მოდის.

მართალია, იაპონური ავტომწარმოებელი Toyota ჩამონათვალში მეექვსე ადგილზეა, თუმცა გამოირჩევა იმით, რომ მისი გაყიდვების 86% ჰიბრიდულ ან ელექტრომოდელებზე მოდის. ეს ევროპის ტოპ-ბრენდებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჩინური ავტომწარმოებელი Geely Group-ი მე-9 პოზიციას იკავებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი გაყიდვების 67% ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილებზე მოდის.

Stellantis-ი, რომელიც Peugeot-ს, Fiat-ს, Opel-სა და სხვა ბრენდებს ფლობს, სიაში მეორე ადგილზეა 1 მილიონზე მეტი გაყიდული ავტომობილით, თუმცა მისი ჰიბრიდული და ელექტრომოდელების წილი შედარებით დაბალია – მხოლოდ 15%.

 ვრცლად forbes.ge - ზე