რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე  სარაკეტო შეტევის კადრები ვრცელდება, რომელზეც პასუხისმგებლობა უკრაინამ აიღო. უკრაინულმა სამხედრო წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ ეს თავდასხმა Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენებით განხორციელდა, რომლებსაც მას ბრიტანეთი და საფრანგეთი აწვდიან.

​უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის ინფორმაციით, სევასტოპოლში თავდასხმას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 16 დაშავდა. მისი მტკიცებით, მათ შორის რუსი გენერლებიც არიან, დაჭრილებს შორის არის ჯგუფის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრე რომანჩუკი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მისი ცნობით, უგონო მდგომარეობაში შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცეკოვი.

ბუდანოვმა არ დაადასტურა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის სავარაუდო გარდაცვალების შესახებ. ასევე თქვა, რომ დაშავებული რიგითი სამხედრო მოსამსახურეების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე დგინდება.