1990-2020 წლებში გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის დაახლოებით ორი მესამედი (65%) გამოწვეულია სათბურის გაზების ემისიებით, რაზედაც პასუხისმგებელია მსოფლიოს მოსახლეობის უმდიდრესი 10%–ია პასუხისმგებელი – ამის შესახებ ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საუბარია გამონაბოლქვზე მოხმარებისგან, საჯარო და კერძო ინვესტიციებიდან და ვაჭრობიდან.

თუ შევადარებთ ემისიების საშუალო მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე, მაშინ უმდიდრესი ადამიანების 10%-ის წვლილი 6.5-ჯერ მეტი იქნება.

კიდევ უფრო საგანგაშოა უმდიდრესი ადამიანების 1%-ისა და 0.1%-ის მაჩვენებლები, რომელთა წვლილი ექსტრემალური ტემპერატურის მატებაში საშუალო მაჩვენებელზე 20-ჯერ და 76-ჯერ მეტია.

ვრცლად liga.net–ზე