ყაზახურმა ავიაკომპანიამ Qazaq Air-მა რუსეთში ფრენები ნაწილობრივ შეაჩერა.
ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის მედია ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ავიაკომპანია ასტანა – ეკატერინბურგის მიმართულებით რეისებს 2024 წლის 28 დეკემბრიდან 2025 წლის 27 იანვრამდე აჩერებს.
„რუსეთში ფრენების რისკების მუდმივი შეფასების შედეგად რეისები მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოხდა. ავიაკომპანია გააგრძელებს რეისებს ომსკსა და ნოვოსიბირსკში, რომლებიც ამჟამად კვლავ შეესაბამება Qazaq Air-ის რისკების შეფასების კრიტერიუმებს. ეკატერინბურგში ფრენების განახლება მოხდება რისკების განმეორებითი შეფასების შედეგების საფუძველზე“, – განაცხადეს კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ყაზახურმა ავიაკომპანია Air Astana-მ შეაჩერა ფრენები რუსეთში. ავიაგადამზიდავის ცნობით, „რუსეთიდან და რუსეთში და მის ტერიტორიაზე კომერციული ფრენების სადაზღვევო დაფარვის შეწყვეტის გამო, ყველა ფრენა ამ მიმართულებით შეჩერებულია“.