ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ჩინურ სატრანსპორტო კომპანიებსა და ლოგისტიკის ოპერატორებს მოუწოდა ჩინეთიდან ევროპაში კონტეინერების ტრანსპორტირებისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი უფრო აქტიურად გამოიყენონ.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ამ წინადადებით შანხაიში, ჩინეთის მე-6 საერთაშორისო გამოფენის (CIIF) გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე გამოვიდა. სმილოვმა აღნიშნა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი საქონლის ტრანსპორტირების დროს თითქმის გაანახევრებს.
„ამჟამად, ჩინეთიდან ევროპაში სახმელეთო სატრანზიტო მიმოსვლის დაახლოებით 85% ყაზახეთის გავლით ხდება. ქალაქ სიანსა და ფოთის პორტში ყაზახური ტერმინალების მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. დაგეგმილია მე-3 სარკინიგზო გამშვები პუნქტის აშენება ყაზახეთ-ჩინეთის საზღვარზე, ასევე, შავ ზღვაზე საპორტო ობიექტების გაფართოება შუა დერეფნის გასწვრივ“, - აღნიშნა სმაილოვმა.
მან ჩინეთის სატრანსპორტო კომპანიებს მიიწვია, მონაწილეობა მიიღონ ჩამოთვლილ პროექტებში და ასევე მიიწვია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ოპერატორები, რომ აქტიურად გამოიყენონ ყაზახეთში არსებული ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს მონაწილეობით შეიქმნა.