Walt Disney-ს ქალი თანამშრომლები გენდერული ნიშნით ქალებისთვის ნაკლები ანაზღაურების გადახდაში სდებენ ბრას - აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Retuters ავრცელებს.მედიის ცნბით სარჩელი კალიფორნიის სასამართლოშია შეტანილი.
სარჩელის მიხედვით რვა წლის განმავლობაში მხოლოდ კალიფორნიის შტატში დასაქმებულ ქალებს, მათ მამაკაც კოლეგებთან შედარებით, $150 მილიონით ნაკლები აქვთ მიღებული.
როგორც Disney-ის ადამიანური რესურსების 2015-2022 წლების მონაცემების ანალიზმა აჩვენა აღნიშნულ პერიოდში ქალი თანამშრომლები 2%-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე მათი მამაკაცი კოლეგები. თუმცა აღნიშნულ დასკვნებს Disney უარყოფს.
"მოსარჩელეების მტკიცებები ქალებსა და მამაკაცებს შორის სავარაუდო ხელფასის სხვაობის შესახებ უბრალოდ მცდარია. ამას ჩვენ სასამართლო პროცესზე დავადასტურებთ," - განაცხადა Disney-ის წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, მიმდინარე საქმეში მოსარჩელეები მოითხოვენ, ოთხი წლის წინ იმავე საკითხზე შეტანილი სამოქალაქო სარჩელი სასამართლომ ჯგუფურ სარჩელად განიხილოს, რომელიც კომპანიის 12 500 თანამშრომელ ქალს მოიცავს.