ამერიკული ავიაკომპანია United Airlines ფრენის დროს ინტერნეტ-სერვისების უზრუნველსაყოფად ილონ მასკის Starlink-ის ტესტირებას თებერვალში დაიწყებს.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ავიაკომპანიის განცხადებით, კომერციულ რეისზე Starlink-თან დაკავშირება პირველად Embraer E-175-ის თვითმფრინავში, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოხდება.

ამასთან, ავიაკომპანია გეგმავს, მთელი თავისი რეგიონული ფლოტი 2025 წლის ბოლომდე ორკაბინიანი თვითმფრინავებით აღჭურვოს.

ასევე, ძირითად მარშრუტებზე Starlink-ით აღჭურვილი პირველი თვითმფრინავი წლის ბოლომდე აფრინდება.

www.bpn.ge