უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტი უახლოეს მომავალში არ აპირებს ევროზე გადასვლას. როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი შეინარჩუნებს ეროვნულ ვალუტას — ფორინტს, რადგან ეკონომიკური სუვერენიტეტი ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.
მისივე თქმით, უნგრეთს არ სურს ევროკავშირთან დამატებითი ინტეგრაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა, მისი შეფასებით, „ევროკავშირი დაშლის ზღვარზეა“. ორბანის განცხადებით, ბრიუსელის პოლიტიკა სულ უფრო მეტად არღვევს წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხეს უქმნის მთელი გაერთიანების სტრუქტურას.
უნგრეთი ევროკავშირის წევრია 2004 წლიდან, თუმცა ევროზონაში ამ დრომდე არ შესულა.