უკრაინის სამხედრო დახმარების მრავალ მილიარდ დოლარიანი პაკეტის ირგვლივ სირთულეები ევროკავშირის დონეზე ნაწილობრივ გამოწვეულია იტალიისა და საფრანგეთის მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულებით. ამის შესახებ „შპიგელი“ წერს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთისა და იტალიის წარმომადგენლებმა სკეპტიციზმი გამოთქვეს კიევის დასახმარებლად მნიშვნელოვანი დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ, მისი დიდი სახელმწიფო ვალის გამო.

სტატიის თანახმად, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერებს, ჯორჯია მელონის და ემანუელ მაკრონს სურვილი აქვთ, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში წამყვანი როლი შეასრულონ ევროკავშირის სახელით, ხოლო ახალი პაკეტის წინადადება ეწინააღმდეგება ამ ამბიციას.

„შპიგელი“ ასევე წერს, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი გამოვიდნენ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცების წინააღმდეგ, მაგრამ მათი წინააღმდეგობა „მეორად როლს თამაშობს“, რადგან პაკეტი, სავარაუდოდ, მსურველი წევრი ქვეყნების და არა მთელი ევროკავშირის სახელით იქნება მიღებული.

წყარო: 1 არხი