რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის 2022 წლის საზღვრებში დაბრუნების მოლოდინი „პოლიტიკური სიბრმავეა“.

„2022 წლის საზღვრების შესახებ საუბარი საერთოდ არ არის. ჩემი აზრით, უკვე ამის იმედი არავის აქვს, რადგან ამ საზღვრებზე დაბრუნების იმედი პოლიტიკური სიბრმავე და მიმდინარე მოვლენების სრული გაუაზრებლობა იქნებ“, –  აღნიშნა ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი გარკვეულ იმედებს ამყარებს უკრაინის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით რუსეთ-ამერიკის დიალოგის გაგრძელებაზე.

რუსეთის საგარეო მინისტრის ინფორმაციით, რუსეთ-ამერიკის კონსულტაციების მესამე რაუნდი ამ შემოდგომაზე გაიმართება.

სერგეი ლავროვის თქმით, მოლაპარაკებების საფუძველი უნდა იყოს „რუსეთის ინტერესებისა და უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსების უფლებების უზრუნველყოფა“.