უკრაინამ მოცვის ექსპორტის ისტორიული რეკორდი დაამყარა. პირველად, უკრაინელმა მწარმოებლებმა 2023 წელს 4 ათას ტონაზე მეტი ახალი მოცვი მიაწოდეს უცხოურ ბაზრებს.

„უკრაინაში მოცვის ბევრი ახალი პლანტაციაა, ამიტომ საშუალო მოსავლიანობა და, შესაბამისად, კენკრის წარმოება ბუნებრივად იზრდება, ფართობის გაზრდის გარეშეც. კენკრის მზარდი ექსპორტის ფონზე, ეს ბიზნესი  საინვესტიციოდ მიმზიდველი რჩება, იმ პირობით, რომ არსებობს გონივრული მიდგომა მის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით“, - ციტირებს EastFruit, გაერთიანებული სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტს ანდრეი იარმაკს.

ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში კენკრის შიდა მოხმარება შემცირდა, რადგან ბევრმა უკრაინელმა ქვეყანა დატოვა. მისი თქმით, მოცვის ექსპორტის ზრდაში თავისი როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ მსოფლიოში მოცვის ექსპორტიორმა პერუმ, ძალიან ცხელი ამინდის გამო, მოსავლის ნაწილი დაკარგა.

ანალიტიკოსების თქმით, 2023 წელს მოცვის ექსპორტი უკრაინიდან პოლონეთში 39%-ით შემცირდა, გერმანიაში კი 18-ჯერ გაიზარდა. ასევე, 37%-ით გაიზარდა უკრაინული მოცვის ექსპორტი ჰოლანდიაში, ხოლო ესპანეთში და ევროკავშირის რიგ სხვა ქვეყნებში 4-ჯერ მეტი იყო. გარდა ამისა, 11%-ით გაიზარდა მოცვის ექსპორტი უკრაინიდან დიდ ბრიტანეთში.

ასევე გამოჩნდა პირველი უკრაინული კომპანიები, რომლებმაც ევროკავშირის წამყვან ქსელებში მოცვის მიწოდება დაიწყეს.