ავსტრალიაში ფერმერმა გიგანტური ზომის ლურჯი მოცვი მოიყვანა. მისი წონა 20.4 გრამია და ჩვეულებრივი ზომის მოცვზე 10-ზედ დიდია, რაც პინგ-პონგის ზომას უტოლდება. ამის შესახებ BBC წერს.

ავსტრალიაში მოყვანილი მოცვი მსოფლიოში ყველაზე დიდია და გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა. აქამდე მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის მოცვი 16,2 გრამი იყო.

ნიმუში არის ახალი ჯიშის, რომელიც შემუშავებულია Costa Group-ის მიერ, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები უფრო დიდ კენკრაზე.

ბრედ ჰოკინგი ამბობს, რომ Eterna ჯიში აქამდეც დიდი ზომის ნაყოფს იძლეოდა, მაგრამ კენკრის მოყვანის ბოლოდროინდელმა პირობებმა ახალი რეკორდი დაამყარა.