უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ლენინგრადის ოლქში, ქალაქ პრიმორსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, პრიმორსკის სანავთობო პორტში ერთ-ერთ გემს ცეცხლი გაუჩნდა.

პრიმორსკის სანავთობო პორტი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული პორტია, რომელიც ბალტიის ზღვაში მდებარეობს.

გარდა ამისა, დროზდენკოს მტკიცებით, ლენინგრადის ოლქში 30-მდე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

იერიშის ფონზე მუშაობა შეაჩერა პულკოვოს აეროპორტმა, შეჩერებულია 36 რეისი.