თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს. 

დღეს ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 26.31 ლირას მიაღწია, რაც გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია.

მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, თურქული ვალუტა 28%-ით გაუფასურდა, ძირითადად, მაისის ბოლოს არჩევნებში ერდღანის ხელახლა გამარჯვების შემდეგ.

ლირა რეკორდულად უფასურდება ლართანაც და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად, 1 ლირა 0.978 ლარს უდრის, რაც, 2016 წლის შემდეგ თურქული ვალუტისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.