თურქეთში, დღეს, 2 აგვისტოს დილით, სოციალურ ქსელ Instagram-ზე წვდომა შეიზღუდა.
დაბლოკვის გადაწყვეტილება თურქეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურმა (BTK) მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
დაბლოკვის მიზეზები და ხანგრძლივობა დეპარტამენტის ვებგვერდზე არ არის მითითებული. თუმცა სხვადასხვა უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ამის მიზეზი სოციალური ქსელის მიერ შემოღებული შეზღუდვაა თეირანში მოკლული ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს სამძიმრის წერილებთან დაკავშირებით. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალტუნმა დაგმო პლატფორმა და მსგავს ქმედებებს „ცენზურის ძალიან მკაფიო და აშკარა მცდელობა“ უწოდა.