თურქეთის წლიური ინფლაცია მარტის თვეშიც გაიზარდა და 68,5% შეადგინა. თურქეთის სტატისტიკის სამსახურის ცნობით თებერვალში ინფლაცია  67,1% იყო.

სამომხმარებლო ფასების ყოველთვიურმა ზრდამ 3.16% შეადგინა, რასაც წინ უძღვებოდა განათლების, კომუნიკაციის და სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეებში ფასების ზრდა, აღნიშნულ სექტორებში თვიურ ჭრილში ფასები  13%, 5.6% და 3.9% გაიზარდა.

ყოველწლიურად განათლებამ კვლავ დაფიქსირდა ხარჯების ყველაზე მაღალი ინფლაცია 104%-ით წელიწადში, შემდეგ მოდის სასტუმროები, რესტორნები და კაფეები 95%-ით და ჯანმრთელობა 80%-ით.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ინფლაციის დასაძლევად თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50%-მდე გაზარდა, რაც უაღრესად მკვეთრი მონეტარული ინტერვენცია იყო, თუმცა ამის მიუხედავად თურქეთი ინფლაციის  დაძლევას ვერ ახერხებს, რაც უარყოფიტად აისახება ინვესტორების განწყობებზე/ 

ინფლაციის დონის ზრდის ფონზე, უფასურდება ეროვნული ვალუტა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 32 ლირას აღწევს, რაც თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.