მაღალი ინფლაციის გამო თურქეთში რესტორნებსა და სასტუმროებში ფასები, გასულ წელთან შედარებით, 65%-ით გაიზარდა, აღნიშნავს ადგილობრივი სტატისტიკის ინსტიტუტი (TÜIK).

„2024 წლის სექტემბერში თურქეთში ინფლაცია თითქმის 3%-ით გაიზარდა, ხოლო წლის განმავლობაში საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 50%-ით გაძვირდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, სტატისტიკის მიხედვით, ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს პროდუქტებზე (+52,35%) და ჯანდაცვაზე (+50,7%).

TUIK-ის მონაცემებით, სასტუმროსა და რესტორნების ფასები კვლავ იზრდება და 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით ზრდამ შესაძლოა 85%-ზე მეტიც კი შეადგინოს.

ავიანიუსი