Turkish Airlines-მა იაპონიაში, ტოკიოში, ნარიტას საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლის გარეთ თავისი ყველაზე დიდი დარბაზი გახსნა. ავიაკომპანიისთვის ის გახდა მეშვიდე მსოფლიოში და მეორე აზიაში ბანგკოკის შემდეგ.
ახალი ლაუნჯის ფართი 800 კვ.მ-ია და იტევს 105 სტუმარს. სამომავლოდ მისი ფართობის 1,5 ათას კვადრატულ მეტრამდე გაზრდა იგეგმება.
ლაუნჯი მდებარეობს აეროპორტის ტერმინალის 1-ის სამხრეთ ფრთაში, 47-ე კარიბჭის მახლობლად და ღიაა ყოველდღე 07:30-დან 21:45 საათამდე.
სერვისში შედის უფასო Wi-Fi, საშხაპეები, დასასვენებელი ადგილები, გამოყოფილი სამუშაო ადგილი, დივანები, რომლებიც გადაჰყურებს პლატფორმას, VIP ოთახი და ძიძის ოთახი.
სამზარეულოს მენიუში წარმოდგენილია თურქული, იაპონური და შორეული აღმოსავლეთის სამზარეულოს კერძებით. პირველად, სტამბოლის გარეთ მდებარე დარბაზი გთავაზობთ ღუმელში გამომცხვარ პურებს – თურქულ პიდს.
ლაუნჯი ღიაა Miles&Smiles Elite Plus და Elite ბარათების მფლობელებისთვის, ასევე Miles&Smiles Elite Corporate-ის ბარათების მფლობელებისთვის, Star Alliance Gold-ის წევრებისთვის და ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის, რომლებიც დაფრინავენ Star Alliance-ის წევრი ავიახაზებით.